09/05/2024
Latest:
ეკონომიკა

ქართული ჩიფსები და პოპკორნი ექსპორტზე გადის

ქართული წარმოების ჩიფსების და პოპკორნის გატანა კავკასიის ქვეყნებში იგეგმება.

კომპანია „ველინგტონში,” რომელიც პროდუქციას FRIXX-ის ბრენდით აწარმოებს, აცხადებენ, რომ დასაწყისისთვის პროდუქტს  სომხეთსა და აზერბაიჯანში გაიტანენ და უკვე დაწყებულია აქტიური მოლაპარაკებები ადგილობრივ დისტრიბუტორებთან.  გასული წლის ნოემბრიდან კომპანიამ ჩიფსის გარდა ბაზარზე ორი სახეობის პოპკორნი გამოიტანა და იგეგმება ახალი სახეობების გამოშვება. რაც შეეხება ჩიფსებს, „ველინგტონი” სამი სახეობის – აჯიკის, ბარბექიუს და კლასიკურ ჩიფსებს აწარმოებს, აპრილში კი ახალი ქართული გემოს დამატება მოხდება, რომელიც კომპანიამ ფოკუს ჯგუფებში უკვე გატესტა. თბილისის გარდა FRIXX უკვე წარმოდგენილია რამდენიმე რეგიონში – აჭარაში, სამეგრელოსა და იმერეთში. მათვე თქმით,  დისტრიბუცია დაწყებულია აღმოსავლეთ საქართველოში და ნელ-ნელა ფართოვდება.

ადგილობრივი წარმოების ჩიფსი ქართულ ბაზარზე გასული წლის მარტის ბოლოს გამოჩნდა.

წყარო: commersant.ge