საზოგადოება

ქუთაისთან ევროსტანდარტების სანიტარული ნაგავსაყრელი 2018 წლიდან ამოქმედდება

ქუთაისთან ევროსტანდარტების სანიტარული ნაგავსაყრელი 2018 წლიდან ამოქმედდება.

ნაგავსაყრელის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებს მოემსახურება.

ქუთაისში „ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტი“ გერმანიის განვითარების ბანკის (KFW) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, რომლის საერთო ღირებულება 26 მილიონი ევროა.

ნარჩენების მართვის კოდექსით განსაზღვრულია მუნიციპალური ნარჩენების მართვის 5 წლიანი გეგმების შემუშავება მუნიციპალიტეტების მიერ 2017 წლის ბოლომდე, რომელიც შესაბამისობაში უნდა იყოს ნარჩენების ეროვნულ გეგმასთან და ამასთანავე შეთანხმებულ იქნას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან, რომელსაც შემდგომ დაამტკიცებენ ადგილობრივ დონეზე.