17/05/2024
Latest:
საზოგადოება

რა კავშირი აქვს სააკაშვილს იარაღით და ნარკოტიკებით ვაჭრობასთან

“მანამდე ოდესის პორტი არ ფიქსირდებოდა, როგორც ჰეროინის გადამტანი”

რა ვითარებაში და რას ემსხვერპლა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია, ამ თემაზე არაერთი მოსაზრება და ეჭვი გამოთქმულა. პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია, რომელიც წლების წინ სწორედ ყოფილ პრემიერთან მუშაობდა, დღეს ჩვენთან გამოთქვამს თავის მოსაზრებებს, თუ რა ვითარებაში დაიღუპა საქართველოს ყოფილი პრემიერ – მინისტრი ზურაბ ჟვანია.

– თქვენ განაცხადეთ, რომ ჟვანიას მკვლელობის ღამეს, ის ფოთის პორტის პრივატიზაციის თემაზე სალაპარაკოდ დაიბარეს შავნაბადას რეზიდენციაში, მიგაჩნიათ, რომ ზურაბ ჟვანია სწორედ ამ თემას ემსხვერპლა?

– რასაკვირველია, ამის მტკიცებით ფორმაში თქმა არ შემიძლია, მაგრამ ფაქტია, რომ იმ პერიოდში მართლაც მწვავედ იდგა ფოთის პორტის პრივატიზაციის საკითხი. მაშინ ჟვანიამ საპრივატიზაცი ობიექტების ნუსხა შეადგინა, ანუ პრივატიზაციების პირველი ეტაპი უკვე დაწყებული იყო. პირველი იდგა ფოთის პორტის საკითხი. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ

ჟვანიას სიკვდილის შემდეგ ძალიან მალე მოხდა ორი უმნიშვნელოვანესი ობიექტის პრივატიზაცია – ფოთის პორტის და თბილისის აეროპორტის.

– თქვენი განცხადებითვე სააკაშვილი ლობირებას უწევდა ვინმე ადნან ხაშოგის, რომლისთვისაც სურდა გადაეცა ფოთის პორტი, რატომ მოვიდა ჟვანიას ინტერესები წინააღმდეგობაში სააკაშვილთან, თუ უბრალოდ ჟვანია სხვა კომპანიას ლობირებდა?

– ჟვანიამ კარგად იცოდა, ვინ იყო ეს პიროვნება – ხაშოგი. მე პირადად მოვუმზადე ანგარიში ამ პიროვნების შესახებ ჯერ კიდევ 1997 წელს, რადგან ჯერ კიდევ მაშინ ეს ადამიანი 10 მილიარდი დოლარის ინვესტიციის ჩადებას აპირებდა საქართველოში. მაშინაც იყო საუბარი ფოთის პორტის პრივატიზაციაზე, ანუ ხაშოგის ინტერესები ქართული პორტების მიმართ პირველად 2005 წელს არ დაფიქსირებულა. ეს ინტერესი ამ ადამიანს ადრეც ჰქონდა და საკმაოდ დიდი ინტერესიც. სწორედ ამიტომ არ სურდა ჟვანიას, რომ ფოთის პორტი ჩავარდნილიყო ხაშოგის ხელში, ვინაიდან ყოფილ პრემიერს ჰქონდა ეჭვები ამ ადამიანის შესახებ. სწორედ ამიტომ მოიყვანა ჟვანიამ იუსუპოვი, თავისი გუნდის წევრი, რომ იუსუპოვს დაედასტურებინა ჟვანიას ეჭვები ხაშოგთან დაკავშირებით.

– ვინ არის ადნან ხაშოგი, სად და რა სფეროში საქმიანობს და რა ეჭვები ჰქონდა ჟვანიას მასთან დაკავშირებით?

– ჟვანია ფიქრობდა, რომ ხაშოგი ფოთის პორტს გამოიყენებდა შავი ტრანზიტისთვის, რაც საქართველოს იმიჯს კიდევ უფრო დააზარალებდა. რაც საქართველოში შემდეგ მოხდა კიდეც, ვინაიდან საქართველო გადაიქცა იარაღის და ნარკოტიკების უკანონო ტრანზიტის ქვეყნად. ეს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა პირდაპირ აღნიშნა თავის მოხსენებაში.

პირდაპირ არის მითითებული მოხსენებაში, რომ საქართველო არის იარაღის უკანონო ვაჭრობის მთავარი ცენტრი. ეს მოხსენება გამოქვეყნდა 2012 წელს.

ახლა რაც შეეხება ხაშოგის: მთავარი, რაც შეიძლება ითქვას, ეს არის მილიარდერი, რომელიც დაკავშირებულია იარაღის უკანონო ბიზნესთან, ის არის უსამა ბინ ლადენის კორპორაციის ფირმის მმართველი. ის ასევე ახლო კავშირშია საუდის არაბეთის მმართველ დინასტიასთან. დინასტიის იმ წევრებთან, რომლებიც რადიკალურ დაჯგუფებებთან არიან ასოცირებულნი. ასევე ეს ადამიანი აშშ–ს მიერ პერსონა ნონგრატად არის გამოცხადებული და აკრძალული აქვს შტატებში შესვლა.

–ამ ყველაფრის შემდეგ ფოთის პორტი არაბულ კომპანია  “რაკიას” გადაეცა. ხომ არ ფიქრობთ, რომ ამ კომპანიის უკან  ადნან ხაშოგი იდგა?

–სწორედ ასე ვფიქრობ, მითუმეტეს, რომ “რაკია”არაბული კომპანიაა. ხაშოგი არაბი მილიარდერია და მას ექნებოდა და ჰქონდა დიდი სურვული, რომ ჩვენი პორტი ხელში ჩაეგდო. ეჭვს უფრო მიმყარებს ის ფაქტიც, რომ 2012 წელს, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, ეს კომპანია უკვალოდ გაქრა.

–რატომ იყო დაინტერესებული საკაშვილი, რომ ფოთის პორტი მაინცდმაინც ამ პიროვნების ხელში გადასულიყო ?

–აქ ალბათ უფრო  სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიას ფაქტორია, ვინაიდან ალასანიამ გაიყვანაა სააკაშვილი ხაშოგიზე, ზოგადად, ბევრი კომბინაცია იკვეთება, რომ

საკაშვილი იყო არაბული შავი და თეთრი ბიზნესის ფულის გათეთრების კომბინაციებში და შავი ტრანზიტის განვითარების ხელშემწყობიც.

–ბიზნესმენები, რომელთაც სააკაშვილი ცრუმაგიერი პირების მეშვეობით  აკონტროლებდა, ხომ არ იცით რომელი ბიზნესებია ეს?

– ერთი  იარაღის ბიზნესია, რომელიც შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, მეორე არის ნარკოტიკების ტრასა, რომელიც საეჭვოდ დაემთხვა ოდესაში, სწორედ ოდესის გავლით მოხვდა დიდი რაოდენობით ჰეროინი მოლდოვასა და რუმინეთში. ეს ყველაფერი  სულ რაღაც ორი თვის წინ მოხდა. მანამდე ოდესის პორტი არ ფიქსირდებოდა, როგორც ჰეროინის გადამტანი. ეს საკამოდ დამაფიქრებელი ფაქტია. ვფიქრობ, რომ ეს ფაქტი სააკაშვილის ოდესის გუბერნატორად დანიშვნას უკავშირდება.

პაატა ბაირახტარი

[wpolling id=”4″ width=”” height=””]