02/05/2024
Latest:
ეკონომიკა

“რაკიამ ამ სივრცეში ვერ დაინახა საკუთარი მომავალი, შეუშინდა მოსალოდნელ კონკურენიას, რის გამოც დატოვა თიზ-ი”

“ვერც ერთი ინვესტორი ვერ შეძლებს მხოლოდ თავისი რესურსით თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განვითარებას საქართველოში”

შპს ”რაკიამ” ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საკონტროლო პაკეტი, სახელმწიფოს გადასცა.  შეწყდა “რაკიასთვის” „ფოთის აეროპორტის“ 98%-იანი წილის მიყიდვის ხელშეკრულებაც. ამ ხელშეკრულებით ინვესტორს აეროპორტი უნდა განევითარებინა.

სანაცვლოდ ინდუსტრიული ზონის მფლობელი არაბული კომპანია 2010 და 2011 წლებში სახელმწიფოსთან გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოსგან გათავისუფლდა.

ამ გარიგებით სახელმწიფო უკვე ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის 85% ფლობს. ზონა ფოთში 2008 წლის ივნისში დაფუძნდა. ინვესტორს განვითარების დიდი გეგმები ჰქონდა, თუმცა მისი მასშტაბური განვითარება ვერ შეძლო. ამ თემაზე გადაცემაში “ეკონომეტრი” ეკონომიკის დოქტორმა ვახტანგ ჭარაიამ ისაუბრა.

– არ სახელდება მიზეზები თუ რატომ ვერ შეასრულა ინვესტორმა პირობები, თქვენ რა ინფომაციას ფლობთ და როგორ ფიქრობთ რამ გამოიწვია პროექტის ამ მდგომარეობამდე მისვლა?

– თავისუფალი ეკონომიკური ზონები უამრავ ქვეყანაში არსებობს, თუმცა მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელი ისინი, რომლებმაც გაამართლეს. საქართველოში რამდენიმე თავისუფალი ზონა გვაქვს, ქუთაისში, ფოთში, რუსთავში და თბილისში მათ შორის. თუმცა ისინი ვერ ამართლებენ მოლოდინებს, რაც პროექტის დაწყების დროს იყო გაცემული. ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში რაკია იძლოდა პირობას, რომ 400 მილიონი დოლარის ინვესტიციის მოზიდვას მოახერხებდა, დაახლოებით 20 000 ადამიანს დაასაქმებდა. რეალურად რამდენიმე ათი კომპანიის მოზიდვა ვერ შეძლო, ისიც საბუთზე და რეალურად კი სულ რამდენიმე ეკონომიკური კომპანია არის ამ ინდუსტრიულ ზონაში. დაახლოებით 200-მდე ადამიანი ყავთ დასაქმებული. აქედან გამომდინარე ამ რიცხვებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ ვერ გაამართლა. დაახლოებით იგივე მონაცემებია სხვა ინდუსტრიულ ზონებშიც. ერთია როგორ დაპირებებსაც იძლევიან და მეორეა ეს როგორ ხორციელდება.

– არსებობს მოსაზრებები, რომ სახელმწიფოს თავისი ვალდებულებები ჰქონდა განსახორციელებელი. იგივე ინფრასტრუქტურის მხირვ, რითაც სახელმწიფო ვერ შეძლო ხელი შეეწყო აღნიშნული პროექტისთვის

– რა თქმა უნდა ეს ფაქტორიც გასათვალისწინებელია. მსოფლიოში არსებული თავისუფალი ინდუსტრიულ ზონებზე კვლევების თანახმად, ყოველ დახარჯულ 1$-ზე მთავრობამ 4$ უნდა შეაშველოს, თუნდაც ეს ინფრასტრუქტურის ან სხვა საჭიროებების განსავითარებლად. ნამდვილად არ ყოფილა სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებული მონდომება და მოტივაცია.

– ხომ არ უკავშირდებოდა პოლიტიკურ მოტივებს, რამდენად, თავისუფალი ინდუსტრიული ზონების იდეა წინა მთავრობას უკავშირდებოდა, თუმცა არც შემდგომ მთავრობას უთქვამს უარი

– მართალია, არც შემდგომ მთავრობას უთქვამს უარი, თუმცა წინა ხელისუფლებას, 2008 წლამდე შეიქმნა ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, მათ ჰქონდათ გარკვეული დრო 2012 წლამდე, რათა ჩაედოთ გარკვეული სახსრები და განევითარებინათ ეს პროექტი. მათ ეს ვერ შეძლეს. როდესაც თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას აარსებ და გინდა განავითარო მარტო ამ სივრცის შექმნა არ არის საკმარისი, რაც რამდენიმე კვადრატული მიწის დათმობას გულისხმობს და აქ თუნდაც გზის მიყვანას. საჭიროა ქვეყანაში გრძელვადიანი სტაბილურობა, გრძელვადიანი ეკონომიკური მაჩვენებლების ფლობა. მხოლოდ ის რომ გადასახადებიდან ათავისუფლებ ინვესტორს, რომელიც ის შექმნის გარკვეულ კომპანია არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ინვესტორი მოიზიდო.

– რა უნდა შესთავაზოს რეალურად თავისუფალმა ინდუსტრიულმა ზონამ მეწარმეს?

– ამ შემთხვევაში სთავაზობს ფულად გადასახადებისგან განთავისუფლებას, მხოლოდ იქ მიწის გადასახადი არის დაფიქსირებულს როგორც წესი და მინდა ერთი საინტერესო მომენტი აღვნიშნო, რომ ბიზნესმენი გათავისუფლებულია გადასახადისაგან, თუმცა ადამიანი, ვინც არის იქ დასაქმებული, საშემოსავლო გადასახადისაგან არ არის გათავისუფლებული.

– თავისუფალი ინდუსტრიული ზონები ისეთ ქვეყნებშია მოსახერხებელი სადაც იაფი მუშა ხელია. თუ ჩვენ საშემოსავლოდან არ ვათავისუფლებთ ადამიანს და ამასთან საქართველო არ არის მაინცდამაინც იაფი მუშა ხელის ქვეყანა. რამდენად მომგებიანი და გამართლებული იყო ეს გადაწყვეტილება თავიდანვე?

– საქართველოში მუშა ხელი შედარებით იაფია ევროპულ ქვეყნებთან, თუმცა კვალიფიკაციით მნიშვნელოვნად ჩამოვუვარდებით იგივე ჩინეთს, სადაც კვალიფიკაციით უფრო მაღალი ხარისხის თანამშრომელი თანახმაა უფრო ნაკლებ ხელფასზე იმუშაოს. შესაბამისად, საქართველოში თავისუფალი ინდისტრიული ზონის შექმნა არამხოლოდ იაფი მუშა ხელის შექმნით უნდა იყოს და გადასახადების სიმცირით, არამედ თუნდაც იგივე ბაზრის სიდიდით რაც ჩვენ გაგვაჩნია. მოგეხსენებათ ჩვენი ბაზარი მცირიეა, თუმცა ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმები თურქეთთან, ევროკავშირთან. თუმცა ეს ყველაფერი ჯერ კიდევ მომდევნო წლების დასამუშავებელი და განსავითარებელი პროდუქტია. აქამდე ჩვენ ეს შესაძლებლობები ნაკლებად გვქონდა და შესაბამისად გარკვეული პრობლემები ამის გამო იყო.

– ამჟამინდელი მთავრობა წინა მთავრობას აკრიტიკებდა და თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ამ მოდელს აკრიტიკებდა, თუმცა დღეს არაფერი შეცვლილა. თანაც მთავრობამ გამოაცხადა, რომ 60 დღეში ახალი ინვესტორი გამოჩნდება. რასთან გვაქვს საქმე?

– ვინც არ უნდა მოვიდეს, ის მხოლოდ თავისი რესურსით ვერ შეძლებს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განვითარებას საქართველოში. თავისუფალი ინდუსტრიული ზონების გარდა გვაქვს თავისუფალი ეკონომიკური ზონა, როგორიცაა თავისუფალი ტურისტული ზონა, მაგრამ ვერც ისინი მუშაობენ. ჯერ კიდევ წინა ხელისუფლებიდან მოყოლებული, დანაპირები რომ ინვესტორს გაათავისუფლებენ ლამის ყველანაირი გადასახადებიდან არ კმარა. ინვესტორს უნდა დაანახო სტაბილურობა. რაც შეეხება კანონმდებლობას, კანონმდებლობაში მოიაზრება თუნდაც ის რომ საქართველოსთვის ასეთი ტიპის წარმონაქმნები სახიფათო იყოს იმ კუთხით, პოლიტიკური ინტერესის მქონე იყოს და ჩვენზე დამატებითი ბერკეტი მოიპოვოს ამ გზით.

– რაკიას ფაქტი არამგონია ფართო დებატებისაკენ უბიძგებდეს იგივე ეკონომიკურ საზოგადოებას ამ მთავრობას, რომ გადაიხედოს კანონმდებლობა იგივე თავისუფალი ინდუსტრიული ზონების მომგებიანობა. თქვენ რას ფიქრობთ?

– რაკიას თემა იმდენად წვრილია, რომ ქვეყნის მაშტაბით რაიმე გადამწყვეტ მნიშვნელობას ვერ იქონიებს ანუ ფინანსური თვალსაზრისით ვამბობ. ერთ-ერთი სოლიდური ინვესტორი, რომელიც თბილისში სასტუმროებს ფლობს, სავაჭრო ცენტრებს და ა.შ. კიდევ რამდენიმე მსხვილი ინვესტორი გახლავთ ქვეყანაში. მის მიერ წილის დათმობა სახელმწიფოსთვის, რა თქმა უნდა, ნეგატიური ფაქტორი გახლავთ. თვითონ რაკიას მაჩვენებლებიდან გამომდინარე და ფოთის ინდუსტრიული ზონის მაჩვენებლიდან გამომდინარე, რომ სულ 200-მდე ადამიანი ყავთ დასაქმებული და რამდენიმე ათი მილიონი დოლარის მეტი ვერ მოიზიდა, ასეთი ტიპის ობიექტი ქვეყნის მაშტაბით ასე ყოველდღიური განხილვის საგანი არ არის.

– რამდენად ხედავთ პოლიტიკურ მოტივებს, რადგან რაკია წინა ხელისუფლების საკმაოდ ოდიოზური პიროვნებების მიერ შემოყვანილ კომპანიად ასოცირდებოდა სწორედ არჩევნების შემდგომ ტოვებს ინდუსტრიულ ზონას?

– პირდაპირ კავშირს არ გავავლებდი. ეს ხელისუფლება, რომელიც ,,ნაციონალური მოძრაობის” შემდგომ მოვიდა, უკვე რამდენიმე წელი ისედაც ხელისუფლებაშია და ეს არ უნდა იყოს მიზეზი.

– ფოთის ინდუსტრიული ზონის ვერ განვითარებასთან არის კავშირში?

– ვერ განვითარებასთან პირდაპირ კავშირს ვერ გავავლებდი. უფრო იმასთან გავავლებ კავშირს, რომ ამ ინდუსტრიულ ზონაში ერთ-ერთი წამყვანი როლი უნდა შეესრულებინა პორტს, რომელიც იქ უნდა გახსნილიყო. მოგეხსენებათ ანაკლიაში ახალი, ულტრათანამედროვე და 100 მილიონ ტონაზე გათვლილი პორტი აშენდება, აგრეთვე ფოთის პორტის განვითარება მიმდინარეობს და რაკიამ ამ სივრცეში ალბათ ვერ დაინახა თავისი მომავალი, რადგანაც ძალიან დიდი ინვესტიციები იქნებოდა მოსაზიდი, რომ ფოთის ინდუსტრიულ ზონას კონკურენცია გაეწია თუნდაც იგივე ფოთის პორტთან და ანაკლიის პორტთან. შესაბამისად, ეს ყველაფერი ჯამში გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ეს არ იყო პოლიტიკური მოტივით გამოწვეული ქმედება, არამედ უფრო ეკონომიკური მხარეებიდან გამომდინარე.

– თავისუფალი ინდისტრიული ზონა იგივე ოფშორია. დღეს, მსოფლიო ოფშორებთან მიმართებაში გარკვეულ ეჭვებს გამოთქვამს. რამდენად გამართლებულია საქართველოში ოფშორების დატოვება, მით უმეტეს მათი ეკონომიკური ეფექტიანობაც კითხვით ნიშნის ქვეშაა.

– თავისუფალი ეკონომიკური ზონის მრავალი სახე არსებობს და ერთ-ერთი ასეთი არის ოფშორი. ისეთ ქვყნებს, მაგალითად, როგორიც არის ბრიტანეთი, მათაც გააჩნიათ ოფშორული ტერიტორიები. ამერიკასაც გააჩნია. ის რომ ოფშორი არის ფულის გათეთრების ერთ-ერთი ადგილი არ არის საკმარი არგუმენტი, იმისთვის რომ არ მისცე საშუალება ამ სივრცეს განვითარების. კანონმდებლობა უნდა იყოს ისეთი, რომ არ და ვერ მოხდეს ფულის გათეთრება, თორემ ეგრე საქართველოშიც შეიძლება თქვან, რომ დავუშვათ რაღაც ბიზნესი არ განვავითაროთ, რომ შეიძლება კრიმინალი გამოიწვიოს. კრიმინალის მაკონტროლებელი სხვა მექანიზმები გვაქვს.

მოამზადა მერაბ ბოლოთაშვილმა