06/05/2024
Latest:
მსოფლიო

რამდენს გამოიმუშავებენ კლუბები ჩემპიონთა ლიგაზე

თანამედროვე ფეხბურთში, სანახაობასთან ერთად, უდიდესი მნიშვნელობა მიენიჭა ფინანსურ მხარეს. სატელევიზიო გაყიდვებზე დაწესებული ტარიფები, მატჩზე დასასწრები ბილეთების ფასები, ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულება წლიდან წლამდე იმატებს. საფეხბურთო კლუბები საკმაოდ დიდ მოგებას ნახულობენ სხვდასხვა ტურნირებზე მონაწილეობითა და საპრიზო ადგილების დაკავებით.

ამ მხრივ გამორჩეულია, ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი  UEFA Champions League. ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა აღმოსავლეთ ევროპული კლუბებისთვის და დასავლეთ ევროპული არც ისე შეძლებული კლუბებისთვის საკმაოდ წარმატებულ ფინანსურ ოპერაციად ითვლება.

ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა ტურნირში მონაწილე 32 გუნდის, ამას დამატებული ფლეიოფის სტადაზე მონაწილე გუნდების, შემოსავლების ზუსტი მაჩვენებლები.

გთავაზობთ ცხრილს:

ucl stat

როგორც ცხრილიდან ჩანს, ტურნირის მთლიანი საპრიზო ფონდი 724,4 მილიონ ევროს შეადგენს. მოცემულ თანხაში არ შედის ჩემპიონთა ლიგის მატჩების ტრანსლირებიდან მიღებული შემოსავალი.

საკმაოდ დიდი თანხებს უკავშირდება UCL ფინალის მონაწილე გუნდების საპრიზო მაჩვენებლები. მაგალითისთვის მოვიყვანოთ 2014/15 სეზონში ბერლინის “ჰერტას” “ოლიმპიასტადიონზე” გამართულ ფინალში, ტურინის “იუვენტუსისა” და კატალონიის “ბარსელონას” საერთო შემოსავალმა 150,1 მილიონი შეადგინა.

 

ucl final

აქვე გთავაზობთ 2014/15 სეზონის მონაწილე 32-ვე გუნდის შემოსავალს:

ucl gs