მსოფლიო

Reuters: ამერიკის უმსხვილესი ბანკები შემოსავლებს კარგავენ

Reuters–ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსების პროგნოზების თანახმად, 2016 წლის პირველი კვარტალი აშშ–ის უმსხვილესი ბანკების შემოსავლების 20%–იან კლებას აჩვენებს,

ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ წლის დასაწყისი იყო ყველაზე ცუდი პერიოდი 2007–2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ.

2016 წლის პირველი კვარტლის ანგარიშის სეზონი ამერიკული ბანკებისთვის 13 აპრილს დაიწყება. ექსპერტების განცხადებით, მთელი რიგი ბანკები, მათ შორის Goldman Sachs Group–ი, განაცხადებენ, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი მაჩვენებლები აქვთ.

Reuters–ი აღნიშნავს, რომ ბაზარზე გავლენას ახდენს ჩინეთის ეკონომიკასთან დაკავშირებული ნეგატიური მოლოდინები, ასევე ნავთობის დაბალი ფასები, დაბალი საპროცენტო განაკვეთი, დაკრედიტების ზრდა.

“ადამიანებს აწუხებს, გაგრძელდება თუ არა ეს ტენდენცია ორი შემდგომი კვარტლის განმავლობაში. როდესაც თქვენი შემოსავლები მნიშვნელოვნად ეცემა, არსებობს ზღვარი, რომლემდეც თქვენ შეძლებთ თქვენი ხარჯების შეკვეცას, რათა წონასწორობა შეინარჩუნოთ,“ – ასეთი  კომენტარი გააკეთა Goldman–ის წამყვანმა საბანკო ანალიტიკოსმა რიჩარდ რამსდენმა.

Wells Fargo–ს საბანკო ანალიტიკოსმა მეთიუს ბურნელმა თავის მხრივ, აღნიშნა, რომ კაპიტალის ბაზრის შესუსტება შესაძლოა მინიმუმ მეორე კვარტალშიც გაგრძელდეს.

„პირველი კვარტალი საშინელი იქნება, და ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ წლის მეორე ნაწილში სიტუაცია გამოსწორდება,“ – განუცხადა Reuters–ს ჯერი ბრაკმანმა, First American Trust–ის მთავარმა საინვესტიციო დირექტორმა. მისი თქმით, წინ კიდევ „ბევრი პრობლემაა.“

წყარო: commersant.ge