27/04/2024
Latest:
მსოფლიო

ძლიერი ხანძარი რუსეთში – ნოვოროსიისკის პორტში სატვირთო ტერმინალი იწვის

რუსეთში, ნოვოროსიისკის პორტში ძლიერი ხანძარია – იწვის სატვირთო ტერმინალი. ინფორმაციას რუსული სახელისუფლებო გამოცემა „РИА Новости” ავრცელებს და წერს, რომ ხანძარი დაახლოებით 1,3 ათასი კვადრატული მეტრის ფართობზეა გავრცელებული.

მათივე ინფორმაციით, ცეცხლი ხის პლატებს უკიდია.

ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების სამსახური. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

კომენტარის დატოვება