რომელ ქალაქებში მუშაობენ ყველაზე ნაკლებს
შეიცარიულმა ბანკმა UBS მსოფლიოს უდიდესი ქალაქების რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც ყველაზე ნაკლებს მუშაობენ.
რეიტინგის თანახმად, პირველ ადგილზეა პარიზი, სადაც კვირის განმავლობაში საშუალოდ 30 საათს მუშაობენ. ყველაზე მეტს კი ჰონგ-კონგში მუშაობენ – კვირის განმავლობაში 50 საათს.
ბრიტანული გამოცემა “ტელეგრაფის” ცნობით, ზოგადად ყველაზე ნაკლებ დროს სამსახურში საფრანგეთში ატარებენ. UBS-ის რეიტინგის მიხედვით, მეორე ადგილზე კიდევ ერთი ფრანგული ქალაქი ლიონი აღმოჩნდა, სადაც პარიზზე ოდნავ მეტს, 31 საათსა და 22 წუთს მუშაობენ. ამავე ჩამონათვალში მესამე ადგილზეა მოსკოვი – საშუალოდ 31,66 საათი კვირაში, მეოთხეზე ჰელსინკი – 31,91 საათით, ხუთეულს ასრულებს ვენა, სადაც საშუალოდ კვირაში 32,27 საათს მუშაობენ.