ეკონომიკა

რონი სოლბერგი: ,,საქართველოს აქვს პოტენციალი გახდეს დაკმაყოფილებული საკუთარი ენერგოწარმოებით, გახორციელებს ელექტროენერგიის ექპორტი”

დღეს კომპანია აჭარისწყალი ჯორჯიას აღმასრულებელმა დირექტორმა რონი სობერგმა,  ელექტოენერგიით ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის სამიტში მონაწილეობა მიიღო. ქვეყნის უმსხვილესმა ინვესტორმა ისაუბრა შუახევიჰესის პროექტზე, მთავრობასთან ურთიერთობის ასპექტებზე, წარმატებებზე და გამოწვევებზე რაც პროექტის განხორციელების პროცესში გამოვლინდა.

 ,,ნება მომეცით მოგახსენოთ, როგორც ინვესტორმა, რომელიც საქმიანობას ახორციელებს საქართველოში უკვე რამდენიმე წელია: საქართველოს აქვს კარგი პოტენციალი, რათა ბაზრის სრულად დერეგულირების და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების საშუალებით, გახდეს ქვეყანა, რომელიც სრულიად დაკმაყოფილებულია საკუთარი ენერგო წარმოებით და ახორციელებს ელექტროენერგიის  ექპორტს. რაღა თქმა უნდა ჩვენ ყველას გვესმის, რომ ეს ნიშნავს კიდევ უფრო მეტ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციას ქვეყანაში და ეკონომიკურ ზრდას.“

–  განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა რონი სოლბერგმა.

 

სამიტი გახსნა ვიცე პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ. ღონისძიებას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, კერძო სექტორების წარმომადგენლები, სამეცნიერო საზოგადოება და ექსპერტები ესწრებოდნენ.