09/05/2024
Latest:
მსოფლიო

რუსებმა დონეცკის ოლქის სოფელი დაბომბეს – დაღუპულია 2 ბავშვი

რუსებმა დონეცკის ოლქის სოფელი დაბომბეს, რის შედეგადაც 2 ბავშვი დაიღუპა – ამის შესახებ ინფორმაციას დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პაველ კირილენკო Telegram-ზე ავრცელებს.

მისივე ცნობით, რუსებმა სოფელი არტილერიით დაბომბეს.

„შუადღის სამ საათზე, დონეცკის ოლქის სოფელი დრუჟბა არტილერიით დაბომბეს. ერთ-ერთი ჭურვი ეზოს მოხვდა, სადაც ბავშვები იყვნენ – 10 წლის ბიჭი და 16 წლის გოგო. და-ძმა. მათ სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღეს.

გარდა ამისა, ამავე სოფელში დაბომბვის შედეგად მოხუცი ქალი დაიჭრა – ის საავადმყოფოში გადაიყვანეს“ – წერს პაველ კირილენკო.

კომენტარის დატოვება