09/05/2024
Latest:
მსოფლიო

შვეიცარიული ბანკის აღმასრულებელი დირექტორი სახელფასო დანამატზე უარს ამბობს

Credit Suisse-მა 2.9 მილიარდი შვეიცარიული ფრანკის ($2.8 მილიარდი) დაკარგვის შესახებ განაცხადა. 2008 წლის კრიზისის შემდეგ ეს ბანკის პირველი დანაკარგია. ამასთან,  Credit Suisse შტატის 4,000 თანამშრომლით შემცირებას აპირებს, რაც დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 10%-ს შეადგენს.

„დირექტორთა ბორდს ჩემი ხელფასიდან ბონუსების მოკვეთის შესახებ მივმართე. მიუხედავად ამისა, მე არავის ვავალდებულებ  იგივე გააკეთოს,“ განაცხადა ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა, ტიიანე თიამმა.  მისმა წინამორბედმა, ბრეიდი დუგანმა გასულ წელს 9.7 მილიონი ფრანკი ($9.7 მილიონი) გამოიმუშავა. დანამატმა კი დაახლოებით 7 მილიონი ფრანკი ($7 მილიონი) შეადგინა.

Credit Suisse-ში თიამი 2015 წლის ივლისიდან მუშაობს. მისი მიზანი ბანკის რეორგანიზება იყო. მან ინვესტორებისაგან დამატებითი კაპიტალი მიიღო და დადო პირობა, რომ 2018 წლის ბოლომდე ბანკის ხარჯებს 3.5 მილიარდი ფრანკით შეამცირებდა. თიამის სურვილია, ბანკი საინვესტიციო ბანკინგთან შედარებით აქტივების მართვაზე უფრო მეტად კონცენტრირდეს.

2015 წელს საინვესტიციო ბანკინგისა და კაპიტალის ბაზრიდან Credit Suisse-ს შემოსავლებმა 17%-ით იკლო.

 

წყარო