06/05/2024
Latest:
მსოფლიო

ლვოვში რუსულ ბანკებს “მოლოტოვის კოქტეილით” სავსე ბოთლები ესროლეს

22 თებერვალს, ღამით, უცნობმა პირებმა უკრაინის ქალაქ ლვოვში რუსული ბანკების ადგილობრივ ფილიალებს ე.წ. “მოლოტოვის კოქტეილით” სავსე ბოთლები ესროლეს. საბედნიეროდ არავინ დაშავებულა.

პირველი შემთხვევა ლვოვის ცენტრში, ღამის 12 საათზე, ფრანკოს ქუჩაზე მდებარე “Сбербанк”-ის განყოფილებას ესროლეს, შედეგად ბანკის განყოფილება მთლიანად დაიწვა. მეხანძრეების მცდელობის შედეგად, ცეცხლი ზედა სართულებზე არ გავრცელდა.

ნახევარ საათში იგივე განმეორდა “ვითიბი” ბანკის ფილიალის შენობასთან ჩერნოვოლის ქუჩაზე, თუმცა, აქ მხოლოდ ფანჯარა ჩაიმსხვრა, რადგან ბოთლს ცეცხლი არ მოედო.

ღამის 2 საათზე კვლავ “ვითიბი” ბანკს დაესხნენ თავს, ამჯერად სტრიის ქუჩაზე, ცეცხლმა ბანკის ერთი ოთახი სრულიად გაანადგურა.

დამნაშავის ვინაობა და მოტივი ჯერჯერობით დაუდგენელია.