07/05/2024
Latest:
საზოგადოება

საახალწლოდ ყველაზე პოპულარული მიმართულებების TOP-10-ში თბილისიც მოხვდა

თბილისი ტურისტებისათვის ახალი წლის გასატარებელ TOP-10-ში შედის.

სასტუმროების საძიებო სისტემა RoomGuru.ru-მ საახალწლოდ ყველაზე პოპულარული მიმართულებები გამოავლინა. თბილისი რეიტინგში მეცხრე ადგილზეა.

ინტერნეტპორტალის მონაცემებით, რეიტინგი ჯავშნებისა და გაყიდვების მიხედვით 31 დეკემბრიდან 8 იანვრამდე პერიოდს მოიცავს.

„პრაღა, მინსკი, ტალინი, ბუდაპეშტი, ჰელსინკი, რიგა, ბაქო, სტამბოლი, თბილისი და ერევანი – ეს საახალწლოდ პუპულარული მიმართულებების TOP-10-ია“, აღნიშნულია ინფორმაციაში.

წყარო: bpi