22/05/2024
Latest:
საზოგადოება

საარსებო მინიმუმი 3,2 ლარით 163,2 ლარამდე გაიზარდა

საარსებო მინიმუმი 2016 წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით 1 ლარით შემცირდა და 163,2 ლარი შეადგინა.

სამაგიეროდ, ერთი წლის განმავლობაში საარსებო მინიმუმი 3,2 ლარით არის გაზრდილი.

“საქსტატის” ცნობით, მიმდინარე წლის თებერვალში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმმა 144,5 ლარი შეადგინა, საშუალო ოჯახისამ – 273,7 ლარი.

ერთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი, სტატისტიკური მონაცემებით, 144,5 ლარით განისაზღრა, ექვსსულიანის და მეტის კი 384,5 ლარით.

ეს მაჩვენებელი იანვრის მონაცემზე 1 ლარით ნაკლებია,  2015 წლის მაჩვენებელს კი 3,2 ლარით აღემატება.