ნოემბრიდან თბილისში Wifi-ით აღჭურვილი დამატებით 20 მიკროავტობუსი გამოჩნდება
ნოემბრიდან თბილისში Wifi-ით აღჭურვილი დამატებით 20 სამარშრუტო ტაქსი გამოჩნდება. თბილისელებს უფასო ინტერენტით სარგებლობა 2 ნომერი სამარშუტო ტაქსის გარდა სხვა ხაზის მიკროავტობუსებშიც შეეძლებათ.
კომპანია Wifisher, რომელიც ინტერნეტს საზოგადოებრივ ტრანსპორტში ამონტაჟებს, კომპანიებს სამარშრუტო ტაქსებში განთავსებული Wifi-ის მეშვეობით რეკლამებს სთავაზობს. კომპანია დამატებითი სამარშრუტო ტაქსების დასამატებლად მოლაპარაკებებს ბიზნესის წარმომადგენლებთან აწარმოებს.
როგორც “ბიზნესკონტრაქტთან” კომპანიის ხელმძღვანელი ნოდარ ივანიძე აცხადებს, საპილოტე პროექტმა, რომელიც 3 სამარშრუტო ტაქსში უფასო ინტერნეტის დამონტაჟებას ითვალისწინებდა, გაამართლა, ამიტომ უფრო მეტი კომპანია ინტერესდება ტრანსპორტში ინოვაციური რეკლამების განთავსებით.
ნოდარ ივანიძის თქმით, რეკლამების განთავსებით ინტერესდებიან სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლები, როგორც საბანკო და სადაზღვევო, ისე სამშენებლო და სწრაფი კვების ობიექტების ბიზნესიდან.
Wifisher-ის ხელმძღვანელი ამბობს, რომ კომპანიებს რეკლამების განთავსება ძირითადად იმ სამარშრუტო ტაქსებში სურთ, რომლითაც სტუდენტები გადაადგილდებიან, რადგანაც ინტერნეტის მომხმარებლები, ძირითადად სწორედ ახალგაზრდები არიან.
წყარო: businesscontract