მსოფლიო

საბანკო სესხების წინააღმდეგ ჩიკაგოში მასშტაბური აქცია გაიმართა

ჩიკაგოს საჯარო სკოლების ათასობით მასწავლებელი გამოვიდა ქუჩაში, რომლებიც აპროტესტებენ Bank Of America-ს მხრიდან სკოლებისთვის გაცემული სესხების მაღალი საპროცენტო განაკვეთის  დაწესებას. მათი განცხადებით, მსგავსი სიტუაცია გამოიწვევს სახელფასო ანაზღაურების შემცირებასა და მასწავლებელთა სამუშაოდან დათხოვნას.

“სწორედ იმიტომ ვართ აქ, ქალაქში, რომ გავაკეთოთ არჩევანი: ბანკები თუ სკოლები”, – აცხადებს კარენ ლევისი, ჩიკაგოს მასწავლებელთა პროფესიული კავშირის წარმომადგენელი.

“ჩვენ გვინდა ქალაქის პოლიტიკურმა ლიდერებმა იცოდნენ, რომ სკოლები არ შეიძლება იყოს ყველაზე ნაკლებად პრიორიტეტული”, – ჯესი შარკი, ჩიკაგოს მასწავლებელთა პროფესიული კავშირის წარმომადგენელი.