მსოფლიო

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი სასამართლოს წინაშე წარსდგება

საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორი კრისტინ ლაგარდი სასამართლოს წინაშე წარდგება.

დასავლური მედიის ცნობით, შესაბამისი გადაწყვეტილება საფრანგეთის საკასაციო სასამართლომ მიიღო.

საქ­მე ეხე­ბა 1990-იან წლებ­ში დაწყე­ბულ პრო­ცესს, რო­დე­საც ბიზ­ნეს­მე­ნი და პო­ლი­ტი­კო­სი ბერ­ნარ ტა­პი კომ­პა­ნია “ადი­დას­ში” თა­ვის წილს ჰყიდ­და. თუმ­ცა, მა­შინ­დე­ლი გა­რი­გე­ბა, რომ­ლის შუ­ა­მავ­ლა­დაც ბან­კი Credit Lyonnais გა­მო­დი­ო­და, 15-წლი­ან სა­სა­მარ­თ­ლო გარ­ჩე­ვა­ში გა­და­ი­ზარ­და, ვი­ნა­ი­დან ტა­პი ბანკს მოტყუ­ე­ბა­ში სდებ­და ბრალს და კომ­პენ­სა­ცი­ას მო­ითხოვ­და.
2008 წელს საფრანგეთის მთავრობამ ტაპს კომპენსაციის სახით 404 მილიონი ევრო გადაუხადა.

სასამართლოს ცნობით, მის საქმეს სწორედ კრისტინ ლაგარდი კურირებდა, რომელიც იმ პერიოდში საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრის პოსტს იკავებდა.

თავად ლაგარდი ყველა ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ბერნარ ტაპის საქმეზე გადაწყვეტილება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო.

საფრანგეთის სამართალდამცავი ორგანოები საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელს თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ.

წყარო: Bpn.ge