ეკონომიკა

საგარეო სავაჭრო ბრუნვამ იანვარ-ნოემბერში 10830 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

2016 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10830 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 22%- ით მეტია.
”საქსტატის” ინფორმაციით, აქედან, ექსპორტი 1920 მლნ აშშ დოლარი იყო (5%-ით ნაკლები), ხოლო იმპორტი 8911 მლნ აშშ დოლარი (29%-ით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2016 წლის იანვარ-ნოემბერში 6991 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 65% შეადგინა.

 
აღსანიშნავია, რომ განსახილველ პერიოდში განხორციელდა C ჰეპატიტის მედიკამენტების იმპორტი, რომლის გარეშეც იმპორტი შეადგენს 6513 მლნ აშშ დოლარს და გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1 პროცენტით ნაკლებია.

 
საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები მიმდინარე წლის 19 დეკემბერს გამოქვეყნდება.