05/05/2024
Latest:
საზოგადოება

საქართველო განათლების დონით 72 ქვეყანას შორის 62–ე ადგილზეა

PISA (Program for International Student Assessment) არის საერთაშორისო პროგრამა, რომელიც ყოველ სამ წელიწადში 15 წლის მოსწავლეებისთვის ატარებს გამოცდებს მათემატიკაში, კითხვასა და მეცნიერებებში მსოფლიოს 72 ქვეყანაში, რათა გამოიკვლიონ საშუალო განათლების დონე სხვადასხვა ქვეყნებში. 2015 წელს დაახლოებით 540 000 სკოლის მოსწავლე იყო ჩართული კვლევაში, მათ შორის ქართველი მოსწავლეებიც.

საქართველოს შედეგები ბოლო კვლევის მონაცემების მიხედვით შემდეგნაირია:

• მათემატიკა – 404 ქულა

• კითხვა – 401 ქულა

• მეცნიერება – 411 ქულა

მოცემული შედეგების მიხედვით მსოფლიოს 72 ქვეყანას შორის საქართველო 62-ე ადგილზეა, რაც განათლების მაღალი დონის მაჩვენებელი ნამდვილად არ არის. მსოფლიო მასშტაბით ლიდერი ქვეყანა სინგაპურია: მათემატიკა – 564 ქულა, კითხვა – 535 ქულა, მეცნიერება – 556 ქულა.