28/04/2024
Latest:
ეკონომიკა

„კარგი იქნება თუ მოგების გადასახადის გაუქმებას საშემოსავლო გადასახადის 2–3%-ით დაკლება და დღგ-ის შემცირებაც დაემატება“

პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის ახალ ინიციატივებზე, რომელიც რეინვესტირებულ თანხებზე მოგების გაუქმებას და ეკონომიკური დანაშაული დეკრიმინალიზაციას ითვალისწინებს გაზეთ „ბანკები და ფინანსებს“ „ეკონომიკისა და სამართლის საერთაშორისო საბჭოს“ თავმჯდომარე ირაკლი თედორაძე ესაუბრა.

„მოგების გადასახადის რეინვესტირება ზრდის ბიზნესსა დ წარმოებას, მაგრამ ეკონომიკის დღევანდელი სიტუაციისთვის არაა ადეკვატური; ვინაიდან ბევრ ადამიანსა თუ ბიზნესს აქვს ვალი, რომელიც ჯერ კიდევ დასაფარია. ვფიქრობ, კარგი იქნება ამას დაემატოს საშემოსავლო გადასახადის 2–3%-ით დაკლება და დღგ-ის შემცირებაც. პრემიერის ინიციატივებში, როგორც მახსოვს, იყო ონლაინ კაზინოების აკრძალვაც, საიდანაც მოგების დიდი ნაწილითა და  საგადასახადო განაკვეთით ბიუჯეტი ივსება. ბიუჯეტისთვის მოგების გადასახადის გაუქმება საკმაო დანაკლისი იქნება. ვფიქრობ, რეინვესტირება უფრო გრძელვადიანი პერსპექტივაა.

რაც შეეხება ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციას, ეს დიდი ხნის წინ უნდა მომხდარიყო. როდესაც ახალი მთავრობა მოვიდა, ველოდი რომ ისინი ამ ნაბიჯს გადადგამდნენ. მოხარული ვარ, რომ პრემიერმა კვირიკაშვილმა ეს გააკეთა. თუმცა აქაც საჭიროა გარკვეული სამართლებრივი დამუშავება. არ შეიძლება საგადასახადო დანაშაული სრულად იყოს დეკრიმინალიზებული. აქ უნდა დაწესდეს მარჟა, ან/და განისაზღვროს რა სიმძიმის დანაშაულთან გვაქვს საქმე. მაგალითად, თუ ესაა უბრალოდ ბუღალტრული შეცდომა, რომელიც გარკვეულ თანხას არ აღემატება, შესაძლებელია პირი არ მიეცეს პასუხისგებაში. მაგრამ თუ ადამიანი სახელწიფოს ატყუებს და უმალავს მილიონობით ლარის შემოსავალს რა მოხდება მაშინ? არც მაშინ უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე? ასეთი სახის დიფერენცირება საჭიროა და მე იმედი მაქვს, პრემიერი არასამთავრობო სექტორთან და ექსპერტებთან ერთად, საუკეთესო შედეგს დადებს; ხოლო ნორმები, რომლებსაც ის დადებს იქნება დახვეწილი და იმპლემენტირებული,“ – აღნიშნავს ირაკლი თედორაძე.

ინტერვიუ სრულად იხილეთ „ბანკები და ფინანსების“ ორშაბათის ნომერში, 8 თებერვალს.

bfm.ge

[wpolling id=”11″ width=”” height=””]