” საქართველო აგროპროდუქტების ექსპორტის სუბსიდირებას არ ახდენს”
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამ (WTO) სპეციალური დელარაცია მიიღო, რომლის მიხედვითაც სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის სუბსიდირება იკრძალება.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ დანელიას განმარტებით, საქართველოს სოფლის მეურნეობის საექსპორტო პროდუქციის სუბსიდირებას არ ახდენს.
„WTO -ში ხშირად იყო ამ თემაზე საუბარი, როგორც ჩანს დამატებითი ღონისძიებების გატარებაზეა ამ კონკრეტულ შემთხვევაში საუბარი. თუმცა მინდა გითხრათ, რომ ქართული პროდუქციის ნაწილში საექსორტო კუთხით აქ საუბარია იმაზე, რომ საექსპორტო პროდუქციის განსაკუთრებული სუბსიდირება ხდება ექსპორტის წახალისების მიზნით. ამ შემთხვევაში საქართელო არის ძალიან უსაფრთხო პოზიციაზე, ვინაიდან ჩვენ ამ კუთხით არავითარი ღონისძიებები არ გვქონდა. პირიქით ეს შეიძლება იყოს ძალიან კარგი გარემო იმისათვის, რომ ქართული პროდუქტი, მით უმეტეს ექსპორტის და საექსპორტო ბაზრებზე, იყოს კიდევ უფრო კონკურენტულ პოზიციებზე“,
აცხადებს ოთარ დანელია.
მინისტრი განმარტავს, რომ ქვეყანას საკმაოდ კარგი და ჯანსაღი საექსპორტო პოლიტიკა გააჩნია.
„ჩვენ ისედაც ძალიან ჯანსაღი საექსპორტო პოლიტიკა გვაქვს და შესაბამისად თუ იყო ქვეყნები, რომლებიც კონკრეტულად ექსპორტის სუბსიდირებას ახდენდნენ, რათქმა უნდა სავარაუდოდ, ამის ძალიან დიდი ალბათობაა, რომ სხვადასხვა ბაზრებზე არაკონკურენტული პირობები ყოფილიყო ქართულ პროდუქტზე. ამ შემთხვევაში კი ეს პოზიტიურად იმოქმედებს ქართულ პროდუქციაზე“,
აცხადებს სოფლის მეურნეობის მინისტრი.
როგორც ცნობილია, WTO-მ სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტის სუბსიდირება აკრძალა. ორგანიზაციის გადაწვეტილება ძალაში 19 დეკემბრიდან შევიდა. გამონაკლისი გაკეთდა მხოლოდ იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ამ მომენტისთვის ექსპორტის სუბსიდირებას აქტიურად ახორციელებენ. მათ შესთავაზეს, რომ მცურავ რეჟიმში შეამცირონ მომხმარებელთა გადასახადები, განვითარებული ქვეყნებისთვის – 2022 წლამდე. ხოლო განვითარებადი ქვეყნებისთვის – 2023 წლამდე. დანარჩენებისთვის კი – 2030 წლამდე.