21/05/2024
Latest:
ეკონომიკა

საქართველო ყველაზე “არამაფიოზური” ქვეყნების საუკეთესო 20-ეულშია

World Economic Forum: 2015 წლიდან საქართველო ყველაზე “არამაფიოზური” ქვეყნების საუკეთესო 20-ეულშია

ეკონომიკის ექსპერტი, მიხეილ დუნდუა, თავის ფეისბუქ გვერდზე World Economic Forum-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას ეხმიანება, სადაც საქართველო ყველაზე “არამაფიოზური” ქვეყნების საუკეთესო ოცეულში მოხვდა.

“ბანკები და ფინანსები” უცვლელად გთავაზობთ პოსტს:

“2012 წელს ორგანიზებული დანაშაულისგან თავისუფლების მიხედვით 75-ე ადგილზე, ყველაზე მაფიოზურ ქვეყნებს შორის ვიყავით.

ნაცმოძრაობის ბელადების ფულის გათეთრების სქემები

2006-2012 წლებში საქართველო ფულის გათეთრების და ორგანიზებული დანაშაულის რეგიონული ცენტრის როლს ასრულებდა. ბიზნესის სახელმწიფო რეკეტის მიხედვით (world bank) 2008-2012 წლებში 2005 წელზე უარესი მდგომარეობა გვქონდა. 2013 წლის შემდეგ კი ბიზნესის სახელმწიფო რეკერტისაგან თავისუფლების დონემ 100%-ანი შკალიდან 98%-ი შეადგინა(world bank: Business Enterprise Environment Survey ).

საქართველოში სააკაშვილი-მერაბიშვილი-ადეიშვილი-კეზერაშვილის ოთხკუთხედი ბიზნესის დარეკეტებით მოგროვილ მულტიმილიონიან აქტივებს ოფშორულ ზონებში უჩენდა ბინას და შემდეგ ამ თანხების ნაწილს საქართველოში სესხის სახით ცრუ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებად აბრუნებდა. დაბანდებები ხდებოდა ძირითადად ბინათმშენებლობის სექტორში. ადგილობრივი ბიზნესისგან წართმეულ ფულს ოფშორული ზონებიდან თბილისში უხარისხო საცხოვრებელი კორპუსების ასაგებად იყენებდნენ. ჩადებდნენ 100 მილიონს და მინიმუმ 150 მილიონი ისევ უკან მიჰქონდათ ამონაგების სახით. ამ “ვითომდაბანდებებისაგან” წარმოქმნილი ვალი დღესაც გასასტუმრებელი აქვს ქვეყანას. შეგახსენებთ რომ 2016 წელს საქართველოს მთლიანი სგარეო ვალის გრანდიოზული მოცულობა აქვს დასაფარი, 4 მილიარდ 780 მილიონი დოლარი გრაფიკით, რაც ეკონომიკის 34%-ს შეადგენს და ლარის კურსსაც ძლიერად ურტყამს.

სწორედ ამ “მაფიოზური” კლანის წაქეზებულია ცენტრ-პოინტი და მისთანანი, ბინათმშენებლობის ცრუ ბუმის იმიტაციის უზრუნველსაყოფად, რითაც ნაციონალური მოძრაობის ბელადები ხელს ითბობდნენ “იოლი შემოსავლებით”.

სააკაშვილის ფულის გათეთრების ტექნიკა და კავშირი იტალიის მაფიასთან

ტექნიკური თვალსაზრისით კი,ფულის გათეთრების ერთ-ერთი მექანიზმი ონლაინ აზარტული თამაშების გამოყენება იყო. სადაც სააკაშვილი იტალიურ მაფიასთანაც კარგად თანამშრომლობდა. იტალიურ მაფიასთან წინა ხელისუფლების კავშირი 2016 წელს დადასტურდა, როცა აზარტული თამაშებით ფულის გათეთრების გლობალური სინდიკატის შექმნის ბრალდებით იტალიური მაფიის ერთერთი თავკაცი ლუიჯი ტანქრედი (Luigi Tancredi) იტალიაში დააპატიმრეს. იტალიურმა პრესამ სააშკარაოზე გამოიტანა საქმის დეტალები, სადაც მითითებული იყო, რომ ამ პიროვნებას თავისი ფილიალები განლაგებული ჰქონდა სერბეთში, რუმინეთსა და საქართველოში. “დონ” ტანქრედი საქართველოს ინტენსიურად სტუმრობდა 2009-2012 წლებში.

და მაინც როგორ ხდება ონლაინ თამაშებით ფულის გათეთრება:

ტანქრედის სინდიკატი ქართულ ონლაინ კაზინოებთან კოლაბორაციით, ქმნიდა ვირტუალურ მოთამაშეებს, ანუ კომპიუტერულ პროგრამას, რომელიც მონაწილობას იღებდა ონლაინ თამაშში ნამდვილი მოთამაშის ნაცვლად. ფულის გათეთრების ქართველი ბოსები ამ კომპიუტერულ პროგრამის გამოყენებით “წაგებულ” მოგებულ ფულს ოფშორულ ზონებში რიცხავდნენ. ვინაიდან საქართველოში ონლაინ კაზინოებში მონაწილე პირების ანგარიშები და თანხების მოძრაობა არ კონტროლდება, იოლი რეკეტისაგან ნაშოვნი ფული სრულად გარეცხილი ჯდებოდა ოფშორულ ანაგრიშებზე.

ამ კომპიტერული პროგრამის, ანუ ე.წ. “ბოტების” მეშვეობით ონლაინ კაზიონოები უბრალო ხალხსაც ატყავებდნენ და შესაძლოა ატყავებენ დღესაც.

კვირიკაშვილის ინიციატივა და დიდი რეფორმის მოლოდინი

ამიტომაც სრულად ვიზიარებ 2016 წელს კვირიაშვილის ინიციატივას ონლაინ კაზიონოების რეგულაციის გამკაცრების თაობაზე. სწორი და ეფექტური მექანიზმების და რეგულაციის მეთოდების შემუშავებით 2017 წლიდან შესაძლებელი გახდება ამ სფეროს სრული განთავისუფლება ფულის გათეთრების და ხალხის ძარცვის რისკისაგან და საქართველო ორგანიზებული დანაშულისაგან თავისუფლების რეიტინგში საუკეთესო 10-ეულში დაიმკვიდრებს ადგილს. იქამდე კი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საქართველო 2015 წლიდან ყველაზე არამაფიოზური ქვეყნების საუკეთესო ოცეულშია. აი, ეს არის #2 მიზეზი თუ რატომ მოიგებს არჩევნებს კვირიკაშვილი” – წერს მიხეილ დუნდუა.

13775397_1079617218797609_4085137359806312001_n