პაპავა: ლარის სტაბილურობა კი არ უნდა შევინარჩუნოთ, პირიქით
„ჩვენ ლარის სტაბილურობა კი არ უნდა შევინარჩუნოთ, პირიქით, ლარი უნდა იყოს დევალვირებადი ვალუტა, თუმცა პროგნოზირებადი და არა ნახტომებით გაუფასურებადი“, – ლადო პაპავა ლარის ეპიდემიაზე გავრცელებულ მოსაზრებას არ იზიარებს.
TV პირველის ბიზნესგადაცემაში ეკონომისტმა განაცხადა, რომ ავად ეკონომიკაა, ლარი კი უპრეცედენტოდ ჯანსაღია, ზუსტად ასახავს შიდა და გარე გამოწვევებს.
ლადომ დოლარის გაძლიერების აშშ-ის სტრატეგიაზე გაამახვილა ყურადღება, რასაც წინ ვერავინ აღუდგება, ასევე საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორის თურქეთის პოლიტიკურ მოწყობაზე – დიქტატურისკენ გადახრაზე, რაც ლირაზე უკვე აისახა.
ლირას გაუფასურება კი ნიშნავს თურქული ექსპორტის სტიმულირებას და ამ მოცემულობაში მწარმოებელი ქვეყნის მიმართ მომხმარებელი – საქართველოს უძლურებას, – „თუ ლარი ლირასთან სინქრონიზებულად არ გაუფასურდა თურქეთი წაგვლეკავს“ .
ეს უკვე მერამდენე ექსპერტის შეფასება-პროგნოზია უიმედობის გამღვივებელი. „მარჯვნივ წახვალ მოგკლავენ, მარცხნივ, მოგკლავენ, წინ სიარული არ იცი, ვერ სწავლობ და არც გინდა ისწავლო“.