ეკონომიკა

საქართველოდან ევროპის ქვეყნებში აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის მაჩვენებელი გაიზარდა

2015 წლის 7 თვის ოპერატიული მონაცემების მიხედვით, საქართველოდან ევროკავშირში აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტმა 100.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 83.9 %-ით აღემატება 2014 წლის, ხოლო 148.9%-ით აღემატება 2013 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

ძირითადად ექსპორტირებულია: თხილი, მინერალური და მტკნარი წყლები, ყურძნის ნატურალური ღვინოები, სპირტიანი სასმელები და სხვა.2015 წლის 7 თვის მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნების წილი მთლიან აგროსასურსათო ექსპორტში შეადგენს 32.5%-ს.

აგროპროდუქტი