24/02/2024
Latest:
ეკონომიკა

საქართველოს არაბი ინვესტორები სტუმრობენ

საქართველოში სამუშაო ვიზიტით  არაბ ბიზნესმენთა დელეგაცია იმყოფება.

ვიზიტის  მიზანს ადგილობრივი საინვესტიციო გარემოსა და ტურიზმისა და უძრავი ქონების მიმართულებით კონკრეტული პროექტების გაცნობა წარმოადგენს.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, დელეგაციაში არიან საერთაშორისო ღონისძიების „ყოველწლიური საინვესტიციო ფორუმის“ (Annual Investment Meetin) პრეზიდენტი დავუდ ალ შეზავი (Dawood Al-Shezawi), მსხვილი არაბული კომპანიების Al Nakheel properties მმართველი დირექტორი აბდულრაჰმან ალ შეზავი (Abdulrahman al Shezawi) და Alliance international investment-ის  დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ამინ ჰასსანი (Amin hassan). ეს მათი პირველი ვიზიტია საქართველოში.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, საინვესტიციო ფონდებთან და უძრავი ქონების სექტორში მოღვაწე კერძო კომპანიებთან. ასევე 7 მაისს იგეგმება ვიზიტი ბათუმში, სადაც სტუმრები ადგილზე გაეცნობიან აჭარის ტურისტულ პოტენციალს და საინვესტიციო შესაძლებლობებს.

წყარო: GBC