საზოგადოება

საქართველოს მოსახლეობის 40% ინტერნეტს სოციალური ქსელებისთვის იყენებს

კომპანია „თი-ვი ემ-არ საქართველო“-მ, რომელიც 2016 წლიდან უკვე ინტერნეტ აუდიტორიის გაზომვასაც ახდენს, ქართველი ინტერნეტ მომხმარებლების პრეფერენციები გამოიკვლია. კითხვაზე „რა მიზნით იყენებთ ინტერნეტს?(მნიშვნელობით პირველი მიზანი)“ სულ გამოკითხული 4400 რესპოდენტიდან, თბილისში ყველაზე მეტი 26,47% აცხადებს, რომ სტუმრობს სოციალურ ქსელებს/ბლოგებს/ფორუმებს, ხოლო კიდევ 12,97% აცხადებს რომ მთავარი მიზანია სოციალურ ქსელში საკუთარი გვერდის/ბლოგის წარმოება. დეტალები იხილეთ გრაფიკზე #1:

1

გრაფიკზე მოცემულია ტოპ 10 პასუხი კითხვაზე „რა მიზნით იყენებთ ინტერნეტს (მნიშვნელობით პირველი)?“. როგორც გრაფიკიდან ჩანს ჯამში გამოკითხულთა 39,44%-ის მთავარი მიზანი სოციალურ ქსელებთან კონტაქტია. მეორე ადგილზეა საძიებო სისტემის გამოყენება 14,53%, ხოლო მეოთხე ადგილზეა საგანმანათლებლო ინფორმაციის მოძიება-9,06%. ტოპ 10 მიზნიდან, თბილისში გამოკითხულთა მხოლოდ 3,18%-ისთვის არის ინტერნეტის მოხმარების მთავარი მიზანი ელექტრონული ფოსტის მოხმარება.

იგივე კითხვაზე „რა მიზნით იყენებთ ინტერნეტს (მნიშვნელობით პირველი)?“, რეგიონებშიც პირველ ადგილზეა სოციალური ქსელების მოხმარება. ყველაზე მეტი, გამოკითხულთა 23,08% აცხადებს რომ მნიშვნელობით პირველი ინტერნეტის მოხმარების მიზეზი არის სოციალური ქსელების/ბლოგების/ფორუმების სტუმრობა. ხოლო კიდევ 15,18% აცხადებს, რომ მათთვის მთავარია სოციალურ ქსელში საკუთარი გვერდის/ბლოგის წარმოება. ჯამში გამოკითხულთა 38,26%-ისთვის ინტერნეტის გამოყენების მთავარი მიზეზი სოციალური ქსელებია. რეგიონებში მოხმარების მიზეზების ტოპ ათეულში მოხვდა საძიებო სისტემით სარგებლობა-10,97% და მეოთხე ადგილზეა აუდიო/ვიდეო ზარები(Skype, NetMeeting და ა.შ.)-7,97%. საგანმანათლებლო ინფორმაციის მოძიება რეგიონებში მეხუთე ადგილზეა-7,70%, ხოლო ელექტრონული ფოსტის მოხმარება, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი ინტერნეტის გამოყენებისთვის ტოპ 10 მიზეზს შორის საერთოდ არ მოხვდა.

დეტალები იხილეთ გრაფიკზე #2:

2

შემდეგ სტატიაში შემოგთავაზებთ უკვე ინტერნეტ აუდიტორიის გაზომვების საკვლევი პანელის მეშვეობით მიღებულ ინფორმაციას სოციალური ქსელების მოხმარების შესახებ.

WOM.GE