ეკონომიკა

საქართველოში ბუნებრივი გაზის მომხმარებელთა რაოდენობამ მილიონს მიაღწია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ილია ელოშვილმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და კომპანია „სოკარის“ პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა საზეიმო ვითარებაში აღნიშნეს, ბუნებრივი გაზის მემილიონე მომხმარებლის ქსელზე მიერთება.

კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზმა“ საქართველოში ბუნებრივი გაზის მემილიონე მომხმარებელი დაასაჩუქრა. მემილიონე ოჯახი, რომელიც სქართველოში ბუნებრივ აირს მოიხმარს, აჭარის რეგიონის, სოფელ ხუცუბანის მკვიდრი მახარაძეები არიან.

საქართველოში ბუნებრივი გაზის მომხმარებელთა რაოდენობამ მილიონს მიაღწია. დღეისათვის კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზს“ აჭარაში 66 821 აქტიური და პოტენციური აბონენტი ჰყავს, საშუალო და დაბალი წნევის გაზსადენების საერთო სიგრძე კი 972.6 კმ-ია. 2017 წლის ბოლომდე კომპანია „სოკარი“ 360 კმ-იანი მილსადენის აშენებას და 8 935 აბონენტის გაზიფიცირებას გეგმავს.

წყარო: ibusiness