ეკონომიკა

საქართველოში ჭკვიანი მრიცხველების დამონტაჟება იგეგმება

ქვეყნის ელექტროსისტემის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით განხილული „ჭკვიანი ქსელის“, მათ შორის „ჭკვიანი მრიცხველების“ დანერგვის მიზანშეწონილობის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარება იგეგმება, როგორც საბითუმო, ასევე საცალო მომხმარებლებისათვის. ნერგეტიკის სამინისტროს 2016-2025 წლების სტრატეგიის მიხედვით, კვლევის საფუძველზე გამოვლინდება მათი გავრცელების გონივრული ვადები და პირობები.

„აღნიშნული ასევე პასუხობს ელექტროენერგიის ბაზრის მოწყობის შესახებ ევროკავშირის № 2009/72/EC დირექტივას, რომლის მიხედვითაც მომხმარებელთა უფლებების დაცვის ერთ-ერთი კომპონენტია „ჭკვიანი მრიცხველების“ დანერგვა, რადგან ის მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდების ბაზრის ფუნქციონირებაში აქტიური მონაწილეობის საშუალებას აძლევს.

დღეს არსებული მრიცხველები დღე-ღამის სხვადასხვა მონაკვეთში მოხმარებული ელექტროენერგიის დიფერენცირებულად აღრიცხვის საშუალებას ვერ იძლევა, „ჭკვიანი მრიცხველების“ დამონტაჟება კი, რომელთაც ამის შესაძლებლობა აქვთ, მოითხოვს დიდ დანახარჯებს. საჭირო იქნება ამ მიმართულებით მუშაობა“, – განმარტავენ სამინისტროში.

წყარო: businesscontact