მსოფლიო

საუდის არაბეთი ძირითად ნავთობმომპოვებელ კომპანიას ყიდის

 

მსოფლიო პოსტნავთობის ხანისთვის ემზადება

მსოფლიოს უდიდესმა ნავთობის ექსპორტიორმა ქვეყანამ, საუდის არაბეთმა, ახლახან  პოსტ-ნავთობის ეპოქის გეგმა გამოაქვეყნა. თუ ისეთი ქვეყანა, რომლის სახელიც ასოცირდება ნავთობის მქონე ქვეყნის ეკონომიკასთან, ფიქრობს, რომ მას სჭირდება მსგავსი სახის გეგმა, მაშინ რატომ დანარჩენი ქვეყნები, რომლებიც არიან ნავთობის მსხვილი მომპოვებლები და ექსპორტიორები, მაგალითად აშშ, რატომ არ არის დაკავებული მსგავსი სახის საკითხით?

საემიროები გეგმავს გაყიდოს საუდი არამკო (Saudi Aramco), რომელიც  ითვლება უმსხვილეს ნავთობკომპანიად მსოფლიოში და ახლა მთლიანად ხელისუფლებას ეკუთვნის. სახელმწიფო მთლიანად მართავს ნავთობპროდუქტების მოპოვება/ექსპორტის პოლიტიკას. ის ფაქტი, რომ საუდის არაბეთს უნდა გაყიდოს მსოფლიოში უმსხვილესი ნავთობკომპანიის ნაწილი, მეტყველებას იმაზე, რომ მათი სამომავლო ნავთობპოლტიკის ხედვა განსხვავდება იმისგან, ვინც მას შეიძენს. ანალიტიკოსები ხშირად ამბობენ, რომ ნავთობის ბაზარზე ფასების მატება ინვესტორთა მხრიდან ოპტიმისტური მოლოდინითაა განპირობებული, ხოლო ვარდნა პირიქით, პესიმიზმით. თუმცა, ყოველივე ეს აბსურდია, რადგან თითოეულ გამყიდველში ყოველთვის მოიძებნება დილერი. ყოველ მათგანს საკუთარი მომავლის სჯერა და იმედოვნებს, რომ სარფიან საქმეს გააფორმებს.

რა თქმა უნდა, არსებობს პატარა მიზეზები, რის გამოც შეიძლება გაიყიდოს წილები საუდის არამკოში (Saudi Aramco). როგორც არ უნდა იყოს, რთულია ამ გადაწყვეტილებას შეხედო მხოლოდ საუდის არაბეთის მხრიდან, თავისი ნავთობპროდუქტების უსაზღვრობის და ყოვლისშემძლეობის რწმენის არ ქონაზე დაყრდნობით. წლების წინ, 2007 წელს, საუდის არაბეთის ნავთობის სამინისტრომ 2030 წლისთვის დააანონსა დღეში 16.4 მილიონი ბარელის ექსპორტირება (ეს იმაზე დაბალი მაჩვენებელია, ვიდრე 2003 წლის, რადგან 2003 წელს საუდის არაბეთმა 2025 წლისათვის დაანონსა დღიურად 23.8 მილიონი ბარელის ექსპორტირება). 2008 წელს, საუდის არაბეთის მონარქმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ყოველდღიური ექსპორტი არ უნდა გადაჭარბებულიყო 12.5 მილიონ ბარელს.

მას შემდეგ პროგნოზები 2040 წლისთვის განისაზღვრება 10.2 – 15.5 მილიონი ბარელის დიაპაზონში. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ ამ სამი სცენარიდან, რომელი უფრო მისაღები იქნება ნავთობის ბაზრისთვის. ბოლოდროინდელ დასკვნებში კონკრეტული ციფრები არ ფიგურირებენ. ბოლო დამოუკიდებელი, ინგლისური კვლევის თანახმად ნავთობის მარაგი შეადგენს იმის ნახევარს, ვიდრე ამას აცხადებენ. ამით კიდევ ერთხელ ამოდის ზედაპირზე ის პრობლემები, რაც ნავთობის მარაგის შესაძლო განახევრებას მოსდევს (ეს ასევე მიგვითითებს, საუდის არაბეთის ნავთობის მარაგის გაზვიადებულ რაოდენობაზე).

თუ დავუმატებთ ვენესუელის ნავთობის ჭარბ რეზერვს  და კანადის ნავთობის ქვიშის რაოდენობს, მაშინ მსოფლიო ნავთობის მარაგი გაცხადებულ მარაგზე 75%-ით იზრდება. ეს მაინც არ გვაძლევს საშუალებას, რომ თავი ავარიდოთ იმ სირთულეებს და ხარჯებს, რაც ნავთობის მოპოვებას, მის შემდგომ გადამუშავებას უკავშირდება. ფინანსური სიძნელეები, რაც ნავთობმომპოვებელ კომპანიებს ნავთობის ბაზარზე ფასის კლებით წარმოექმნებათ, ნათელი მტკიცებულებაა იმისა, რომ ეს მარაგები იქნება აუთვისებელი, თუ მისი ფასი დაეცემა.

ნავთობის ბაზარზე ნავთობის ჭარბი მიწოდება, ვერ შეეწინააღმდეგება არსებულ პრობლემებს. ის უბრალოდ გვაჩვენებს, რომ ნავთობის ბაზარს თან სდევს ციკლურობა, მსგავსი იმისა, რომლის წინაშეც მსოფლიო 2008 წელს იდგა, როდესაც ნავთობის ფასი ბარელზე ნახევარი წლის განმავლობაში 147 დოლარიდან 35 დოლარამდე დაეცა. 2011 წელს ფასები დაუბრუნდა 100 დოლარს, რომელიც 2014 წლის ბოლომდე შენარჩუნდა. ამ პერიოდში ფასების საშუალო მაჩვენებელი მსოფლიო ისტორიაში ყველაზე მაღალი იყო ინფლაციის გათვალისწინებით.

მათ, ვისაც სჯერათ, რომ აშშ-ს აქვს განვითარებული პოსტ ნავთობენერგეტიკული პოლიტიკა, იქნებიან იმედგაცრუებულნი. ეს არის იზოლირებული, კონფლიქტური პროგრამა და არა შედეგზე ორიენტირებული შტატური პოლიტიკა. ამერიკული საგადასახადო სისტემა უზრუნველყოფს კომპანიების სუბსიდირებას, რომლებიც ნავთობის და ბუნებრივი აირის ბაზარზე არიან. სარგებელს იღებენ ასევე ისინიც, ვინც განახლებად ენერგიაზე მუშაობენ. თუმცა, სუბსიდირება, პირველ რიგში, ხორციელდება მათზე, ვინც ელექტროენერგიას აწარმოებენ.

სუბსიდიები კომპანიებზე, რომლებიც მუშაობენ, რომ ნავთობი ჩაანაცვლონ თხევადი საწვავით, ბოლო პერიოდში საგრძნობლად შემცირებულია. ეთანოლის საწვავის მხარდასაჭერი ფედერალური კამპანია  2012 წელს დასრულდა. სუბსიდიები ბიოდიზელზე და ბიოსაწვავზე ჯერჯერობით ისევ ვრცელდება. თუ ეთანოლი რეალურად ყოველთვის იყო ენერგიის წყარო და არა კვების წყარო, მის წარმოებაზე საჭიროა დაიხარჯოს ზუსტად იმდენი ენერგია, რამდენის ამოღებაც შემდგომში მისგან იქნება შესაძლებელი, ბიოდიზელს კი გააჩნია დადებითი ენერგეტიკული ბალანსი. მიუხედავად ამისა, მთელი სატრანსპორტო ფლოტის ბიოდიზელზე გადასაყვანად აშშ-ში საუბარი არ არის. უფრო მეტიც, შესაძლებელი იქნება განვავითაროთ “საწვავის კულტურა”, მაგრამ ამასთან ერთად საკვების შესაძენად არაფერი დარჩება – აბსურდი კვადრატში.

შესაბამისად, ცხოვრება ნავთობის შემდეგ სულაც არ ნიშნავს უნავთობობას. ნავთობის მოპოვება შესაძლებელია თანდათან შემცირდეს. კრიტიკოსები ირწმუნებიან, რომ ნავთობი ამოუწურვადია. ეს ილუზიაა, რომელიც ხალხს ხელს უშლის გაიგოს ნავთობის მოპოვების შემცირებისგან გამოწვეული სერიოზული მოვლენები.

არის შესაძლებლობა ტრანსპორტი გადავიდეს ელექტროენერგიაზე. ადამიანების უმრავლესობისთვის ეს ნიშნავს ელექტრომიბილებზე გადაჯდომას. სატრანსპორტო საშუალებების მთლიანად გასაახლებლად აშშ-ს სჭირდება 14 წელი. ამ პერიოდში მთლიანადაა შესაძლებელი ელექტრომობილებზე გადასვლა, იმ შემთხვევაში, თუ გაყიდვაში აღარ გამოვა ბენზინზე მომუშავე ავტომობილები. გარდა ამისა, ტრანსპორტის ზოგიერთ სახეობას, მაგალითად, უსაფრთხოების სახელმწიფო სამსახურს, სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარებს, სავარაუდოდ, ბენიზინი კიდევ დიდ ხანს დასჭირდებათ.

სავარაუდოდ, ელექტრომობილებზე გადასასვლელად მთელ მსოფლიოს  2-3 ათეული წელი დასჭირდება. სწორი იქნება, პირველ რიგში, საჯარო ტრანსპორტის ელექტოფიცირება, თუმცა, ეს აშშ-ს უახლოეს გეგმებში არ შედის. მიიღება გარკვეული, ადგილობრივი გადაწყვეტილებები, რომელიც მიმართულია ველობილიკების და ქვეითების გზების განსავითარებლად, რომელმაც თეორიულად უნდა შეამციროს ავტომობილზე დამოკიდებულება.

ზუსტად რომ იყოს ცნობილი, რა რაოდენობის ნავთობმარაგები დარჩა მსოფლიოს, უკეთ გასაგები იქნებოდა, უკეთ იქნებოდა აღქმული რა პერიოდი დარჩა აუცილებელი ცვლილებების გასატარებლად. თუმცა, მსგავსი, ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს. ამის სანაცვლოდ ვიღებთ განსხვავებულ, ურთიერთგამომრიცხავ ციფრებს და პროგნოზებს და თავს ოპტიმისტური მოლოდინებით ვინუგეშებთ, რეალური რისკების გაუანალიზებლად.  ამავდროულად საუდის არაბეთის ეკონომიკის გადასვლა პოსტ ნავთობის ეპოქაზე ცხადყოფს, რომ მსოფლიოში ახლოვდება ნავთობის მოპოვების პიკი, რომელიც შემდგომში უფრო და უფრო შეამცირებს ნავთობის მარაგს.

ბაჩანა ჯინჭარაძე