17/05/2024
Latest:
საზოგადოება

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოწევაზე რეგულაციები ამოქმედდება

ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, თამბაქოს მოწევაზე რეგულაციები, ახლო მომავალში ამოქმედდება.

სერგეენკოს განცხადებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, 2 ტექნიკური საკითხია მოსაგვარებელი, რის შემდეგაც რეგულაციები ამოქმედდება.

“მიუხედავად იმისა, რომ თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონი არსებობდა, (თუ არ ვცდები 2010 წლიდან) არ იყო განსაზღვრული ამ კონტროლის ადმინისტრირების საკითხები. ამ მხრივ, რამდენიმე ათეული, შეიძლება 100-მდე საკითხი იყო დასაზუსტებელი – ვის, როგორ, გარდამავალი შეზღუდვა, ნაწილობრივი შეზღუდვა და ა.შ. უკლებლივ ყველას გაეცა პასუხი, რჩება 2 ტექნიკური საკითხი, რომელზეც, ვფიქრობ, მალე დასრულდება მუშაობა და ეს რეგულირება უკვე ამოქმედდება”,
– აცხადებს დავით სერგეენკო.