„შევეცდებით ენერგატიკაში ნაკლებად ჩავდოთ ფული, კარგი იქნება ეს უფრო კომერციული ბანკების სფერო იყოს“
„ჩაის კულტურის ასაღორძინებლად 500 მილიონიანი ინვესტიცია განხორციელდება“
საპარტნიორო ფონდი ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ქვეყნის განვითარებისთვის, ინდუსტრიული პროექტების განსახორციელებლად. რა ღონისძიებები უნდა გატარდეს ამ მიმართულებით ფონდში, ფონდის მიერ განხორციელებულმა რომელმა პროექტებმა შეუწყო ხელი ქვეყნის ინდუსტრიალიზაციას და რა როლი აქვს ფონდს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. ამ და სხვა თემებზე საპარტნიორო ფონდის აღმასრულებემა დირექტორმა, დავით საგანელიძემ ისაუბრა.
– თქვენ, პრემიერ მინისტრის მიერ ინიცირებულ პროექტ „სტარტაპ საქართველოს“ ახორციელებთ, რომელიც ინოვაციური და მაღალ ტექნოლოგიური, მცირე და საშუალო მაშტაბური პროექტების განვითარებას ისახავს მიზნად. თუ არის ამ ეტაპზე ცნობილი პირველი ეტაპის 56 გამარჯვებული რამდენ ადამიანს დაასაქმებს და მთლიანობაში რა ეკონომიკურ სარგებელზეა გათვლილი „სტარტაპ საქართველო“?
– მართლაც წარმატებული პროექტია. თვითონ იდეა იყო ძალიან კარგი. პროცესიც ძალიან კარგად დაიწყო. მინდა გითხრათ, რომ ჯერ მხოლოდ პირველი ეტაპის გამარჯვებულები არიან გამოცხადებული. 56-დან 36 არის ინოვაციურ ნაწილში, ხოლო 20 მაღალ ტექნოლოგიურ სეგმენტში. რაც შეეხება დასაქმებას, აქ ძნელია ზუსტი ციფრის თქმა, თუმცა ჩადებულია რა თქმა უნდა რამდენი ადამიანი საქმდება. ეკონომიკური ეფექტიც, ბუნებრივია, იქნება. ეს არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი. მსგავსი პროექტები, როგორც წესი, იმითაა საინტერესო, რომ მომავალის ქმნიან პერსპექტივას ქმნიან. განსაკუთრებით მაღალ ტექნოლოგიურ ნაწილში, იმოვციურ ნაწილში რომელიმე პროექტის კომერციალიზაცია თუ მოხდა სერიოზულად, შესაბამისად, ერთმა პროექტმა შესაძლოა გადაფაროს ის ხარჯები, რომლებიც მთლიანად ამ სტარტაპების პროექტს დასჭირდება და რამდენჯერმე გადაფარავს კიდეც. გრძელდება განაცხადების მიღება. ვისარგებლებ და ვიტყვი, რომ 15 ნოემბრამდე მიღებულ განაცხადებზე ჩვენ უკვე გავაკეთებთ განცხადებებს. დაახლოებით დეკემბრის ბოლოს და გამოცხადდებ ახალი ტალღა გამარჯვებულების.
– რომელია ის პროექტები, რომლებიც საპარტნიორო ფონდმა დღემდე განახორციელა და რამაც თავის მხრივ ქვეყანის ინდუსტრიალიზაციას ხელი შეუწყო?
– საპარტნიორო ფონდის როლი და ფუნქცია დიდია, იმ მხრივ რომ ჩვენ განსაკუთრებით იმ პროექტებში ვცდილობთ შესვლას, რომელიც სახელმწიფოსათვის არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი, რომლებიშიც კერძო სექტორი, საბანკო სექტორი ნაკლებად აქტიურობს და ვცდილობთ რეგიონებში შესვლას. ფონდი განსაკუთრებით შესულია ენერგეტიკის სექტორში, სოფლის მეურნეობაში, ტურიზმის სფეროში, ნაწილობრივ ინდუსტრიულ სფეროში. გამოვყოფდი კომპანია პანექსს, რომლებიც ამზადებს სამშენებლო მასალას, ე.წ. „სენდვიჩ პანელებს“. გამოვყოფდი ახალ კონტრაქტს ცნობილ, გერმანულ კომპანია სელასთან, რომელიც მაღალ ეფექტური სამშენებლო აგურებს აწარმოებს. ძალიან მნიშვნელოვანია ებრაულ კომპანიასთან თანამშრომლობა, რომელიც ავიაციის სფეროში სხვადასხვა დეტალებს ამზადებს თვითმფრინავების, ბოინგების. ტურიზმის სფეროში მოგეხსენაბათ რამდენიმე დიდ სასტუმროში გვაქვს ინვესტიცია განხორციელებული. მათგან გამოვყოფდი ლიკანი რიქსოს, ასევე რედისონის სასტუმროს, რომელიც წინანდალში შენდება, ასევე ქუთაისის სასტუმროც, რომელიც უახლოეს მომავალში გაიხსნება. რაც შეეხება პროექტებს, რომლებსაც ახლა ვიხილავთ და უახლოეს მომავალში დავიწყებთ განხორციელებას, უნდა გამოვყო რუმინელ და თურქ კოლეგებთან ერთად დიდი სამაცივრე მეურნეობის პროექტი, რომელიც ხილის, ბოსტნეულის და ზოგადად პროდუქტების შენახვას შეუწყოფს ხელს. რამდენიმე ათეულ ჰექტარზე აშენდება ამაცივრე მეურნეობა. აუცილებლად უნდა აღვნიშნო სასათბურე მეურნეობები, რომელიც დასავლეთ საქართველოში გვაქვს, თუნდაც ლურჯი მოცვის. რაც შეეხება ენერგეტიკას, ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროექტია ნენსკრა, რომელსაც კორეული კომპანიასთან ერთად ვახორციელებთ. ახლახან დამტკიცდა რაჭაში ლუხუმი ჰესი, ლუხუმი2-ის პროექტი. შევეცდებით ენერგატიკაში ნაკლებად ჩავდოთ თანხა, რადგან ეს სფერო განსაკუთრებით სწრაფად ვითარდება. კარგი იქნება ეს უფრო კომერციული ბანკების სფერო იყოს. ასევე გამყოფდი გარდაბნის თბოელექტროსადგურს, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობისაა.
– გარდა თქვენს მიერ ჩამოთვლილი პროექტებისა, რომელია ეკონომიკის ის სექტორები, რომლებშიც ფიქრობთ, რომ ინვესტიცირება უნდა განახორციელოთ? რა ტიპის ინვესტორებზე აკეთებს ფონდი აქცენტს?
– უმჯობესი იქნება ძირითადი აქცენტები ინდუსტრიის სფეროში გავაკეთოთ, სოფლის მეურნეობის სფეროში. ტურიზმი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს და არის კიდეც. ჩვენ გვაქვს პროექტი ჩინელ პარტნიორებთან ერთად საქართველოში ქურთუკების წარმოებასთან დაკავშირებით. ასევე ძალიან დიდი პროექტი გვაქვს ჩინელებთან ერთად საქართველოში ჩაის კულტურის აღორძინების. საქართველოში 15 წლის განმავლობაში ჩინეთის მხრიდან 500 მილიონის ინვესტირება იგეგმება მხოლოდ ამ სფეროში. ჩვენც ვიღებთ გარკვეულ ვალდებულებებს. დასავლეთ საქართველოში ეს იქნება, ალბათ, ყველაზე დიდი პროექტი, ამ კულტურის აღდგენით, საექსპორტო პოტენციალის გაუმჯობესებით, სამუშაო ადგილებით და რეგიონების განვითარებით. საპარტნიორო ფონდი ჯანდაცვის მიმართულებითაც სერიოზულ ნაბიჯებს დგამს. ერთია ჰოსპიტალური სექტორი, რომელიც ამ სექტორის ძალიან სწრაფ განვითარებას გულისხმობს. მეორე ეს არის პირველადი ჯანდაცვა და იანვრის თვეში ამ მიმართულებით დავიწყებთ სერიოზულ მუშაობას. ჩვენ დავიწყებთ ამბულატორული ქსელის განვითარებას მთელს საქართველოში. რასაც უკვე ვახორციელებთ არის ფარმაცევტული სფერო. დღეს, მხოლოდ იმპორტს ვახორციელებთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად ჩვენს ქვეყანაში, რამაც გარკვეული შედეგი მოგვცა საქართველოს ბაზარზე წამლების ფასების მნიშვნელოვანი დაწევის, დაახლოებით 30%-მდე. სამომავლოდ უკვე იგეგმება მედიკამენტების საქართველოში წარმოება.
– ირლანდიაში ეკონომიკა 2015 წელს 26%-ით გაიზარდა, რომელიც თავის მხრივ მრეწველობის სექტორის 86%-იანმა ზრდამ განაპირობა, რაც მსხვილი საერთაშორისო კორპორაციების მიერ ირლანდიაში სათავო ოფისების განთავსებამ განაპირობა. საპარტნიორო ფონდი ხომ არ აწარმოებს ან გეგმავს მოლაპარაკებას რომელიმე მსხვილ კორპორაციასთან საქართველოში ფილიალების განთავსებასთან დაკავშირებით, რადგან ეს იქნებოდა სტიმული ჩვენი მშპ-ს ზრდისა.
– ეს სერიოზული და უმნიშმნელოვანესი საკითხია. ამ მიმართულებით ძალიან სწრაფად მუშაობა რთულია პარტნიორ ქვეყნებთან, თუმცა ის სერიოზული ძვრები რაც საქართველოს ეკონომიკაში ხდება, ის მნიშვნელოვანი შეფასებები, რომელსაც სხვადასხვა ორგანიზაციები აქვეყნებენ საქართველოს შესახებ, გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ინტერესი გავუჩინოთ საქართველოსადმი სხვადასხვა კომპანიებს, რათა გადმოიტანონ არა მარტო სათაო ოფისები, არამედ ტავიანთი წარმოებებიც. ევროპასთან გაფორმებულმა თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობამ ინტერესი გაუჩინა საქართველოსადმი კომპანიებს წარმოების გადმოტანისაკენ. მეორეს მხრივ ჩვენ მომავალ წელს ჩინეთთან გველოდება ანალოგიური ხელშეკრულების გაფორმება. დარწმუნებული ვარ, რომ ევროპული დ ამერიკული კომპანიები დიდი ინტერესიტ ჩამოვლენ საქართველოში, რათა საქართველოში შექმნან პროდუქცია და ამ პროდუქციას თავისუფლად შესვლის შანსი ექნება ჩინურ ბაზარზე.
– რამდენადაც ცნობილია საპარტნიორო ფონდის ჯერ სუვერენულ ფონდად, ხოლო შემდგომში განვითარების სახელმწიფო ბანკად გარდაქმნა იგეგმებოდა. რას შეცვლის სახელწოდების ცვლილება ფონდის სტრუქტურაში და მის საქმიანობაში?
– სახელის ცვლილება არასოდეს არაფერ მნიშვნელოვანს არ გამოიწვევს. ბანკად არა, მაგრამ კორპორაციად გარდაქმნად იყო ეს პროექტი, რომელსაც თუმცა ჯერჯერობით მთავრობის მიერ ამჟამად შეჩერებულია ასეთი სახით საპარტნიორო ფონდის განვითარება. გარკვეული სტრუქტურული ცვლილებები ფონდში, რა თქმა უნდა, იგეგმება და მომავალი წლიდან თქვენ ამის მომსწრენი გახდებით.