06/05/2024
Latest:
ეკონომიკა

სავალუტო ფონდი, რეგიონში, სადაც საქართველო შედის წელს 1998 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ეკონომიკურ ზრდას ელოდება

საერთაშორისო სავალუტო ფონდი წელს საქართველოს ეკონომიკის 3.4%-ით გაზრდას ელოდება, ხოლო მომავალ წელს -5.2%-ით, ნათქვამია ფონდის ახალ ანგარიშში კავკასიის და ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის.
მთლიანად 8 ქვეყნისგან შემდგარი რეგიონის წლევანდელი ზრდის პროგნოზი 1.3%-ია, რაც 1998 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
რეგიონის ქვეყნები დაყოფილია ორ კატეგორიად: ნავთობის ექსპორტიორები (აზერბაიჯანი, ყაზახეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი) და ნავთობის იმპორტიორები (საქართველო, სომხეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი).
ამ 8 ქვეყანას შორის წელს ყველაზე მაღალი, 6%-იანი ზრდა პროგნოზირებულია უზბეკეთისთვის და ტაჯიკეთისთვის. შემდეგ მოდის თურქემენეთი – 5.4%-იანი ზრდის პროგნოზით. მას მოსდევს საქართველო (3.4%).
რეგიონში წელს ეკონომიკის შემცირება მოსალოდნელია აზერბაიჯანში (-2.4%) და ყაზახეთში (-0.8%).
2017 წლის პროგნოზების მიხედვით, ზრდის ლიდერი კვლავ უზბეკეთი იქნება, რომლის ეკონომიკა მოსალოდენლია, რომ 6%-ით გაიზრდება, შემდეგ თურქმენეთი (5.4%) და მესამეა საქართველო (5.2%).
წყარო: agora.ge