“შუახევიჰესი არის უნიკალური პროექტი, რომელიც ხორციელდება ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით”
შუახევიჰესის კასკადი მშენებლობა შემოდგომაზე სრულდება. განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა 416 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს. შუახევიჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია, ზამთრის თვეებში ენერგოდეფიციტის დროს მთლიანად დარჩება საქართველოში, ხოლო მაშინ როცა ქვეყანაში ელექტროენერგია ჭარბია ექსპორტზე გავა. ამ დროისთვის პროექტის 80% მეტი უკვე დასრულებულია.
“შუახევიჰესი არის უნიკალური პროექტი, რომელიც ხორციელდება ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით. თამამად შეიძლება ითქვას რომ მსგავსი ელექსტროსადგური საქართველოში ჯერ არ აშენებულა. პროექტზე მუშაობდნენ როგორც უცხოელი ასვე ქართველი ენერგეტიკოსები.
შუახევიჰესი მნიშვნელოვან ეფექტს მოახდენს საქართველოს ენერგეტიკაზე. ენერგოუსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია არამარტო შუახევიჰესი, არამედ სხვა დიდი და მცირე ჰესების მშენებლობაც დროულად და წარმატებულად განხორციელდეს”, – ამბობს ექსპერტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი გია არაბიძე.
იგივე აზრს იზიარებს გიორგი ჩიქოვანი ექსპერტი წყლის და ენერგეტიკის პოლიტიკის საკითხებში, ის თვლის, რომ შუახევიჰესის კასკადის მშენებლობა, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია ქართულ ენერგოსისტემაში.
“პროექტს უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტები აფინანსებენ: EBRD, AGB, IFC. EBRD-ს ჩვენ ვუწევდით კონსულტაციას ამ პროექტთან დაკავშირებით. ჰესის სამშენებლო სამუშაოები რამდენიმე თვეში სრულდება. პროექტში ჩართულნი არიან ძალიან მაღალი დონის ტექნიკური კონსულტანტები და პროექტს მართავს პროფესიონალთა გუნდი.
მე მიმაჩნია, რომ შუახევიჰესი ერთ-ერთი საუკეთესო საინვესტიციო-ინფრასტრუქტურული პროექტია, რაც ბოლო წლების მანძილზე საქართველოში განხორციელებულა. რაც შეეხება პროექტის სტრატეგიულ მნიშვნელობას, ბუნებრივია ჩვენი მხოლოდ ამ ჰესზე არ ვართ დამოკიდებულნი, თუმცა, ერთ-ერთი დიდი ჰესია, რომელიც თავის წვლილს შეიტანს ენერგოდამოუკიდებლობისკენ სვლის პროცესში. ვთვლი რომ ის სქემა, როგორც ეს პროექტი დაიწყო და განხორციელდა სხვა პროექტებისთვის საუკეთესო მაგალითი იქნება”, – აცხადებს გიორგი ჩიქოვანი.