ზემო ლარსის საზღვარი 9 ყველაზე უჩვეულო სახელმწიფო საზღვრების სიაში მოხვდა
მსოფლიო მოწყობილია ისე, რომ მასში არსებობს საზღვრები – მატერიალური ან წარმოსახვითი ხაზებით, რომელიც სხვადასხვა ხალხს ერთმანეთისგან ყოფს. სახელმწიფო საზღვრები ყველაზე შესამჩნევია მათ შორის. მათი გადაკვეთა შესაძლებელია მრავალი გზით, ვიზის გამოყენებით, პასპორტით, ანდაც სადემარკაციო ხაზის ფარული გადაკვეთით.
ბულგარეთი – რუმინეთი
სახელმწიფო საზღვრები ყოველთვის ვერ ყოფს საზღვრების შიგნით მცხოვრებ ხალხებს, თუმცა, მის გარეშე შეუძლებელია სახელმწიფოს არსებობა. ფოტოზე ნაჩვენებია ბულგარეთისა (მარცხნიდან) და რუმინეთის საზღვარი (მარჯვნიდან), სადაც ფრინველის ფრენის სიმაღლიდან, შეუიარაღებელი თვალით ჩანს სხვაობა ორ ქვეყანას შორის.
ინდოეთი – პაკისტანი
საზღვარი ინდოეთსა და პაკისტანს შორის გამოყოფილია დიდი სააღლუმო კარიბჭის მეშვეობით, რომელიც ხშირად გამოიყენება ოფიციალური ვიზიტებისა და სამხედრო წვრთნებისათვის. ამ ცერემონიას დიდი ისტორია აქვს და ორ სახელმწიფოს შორის ძმური ურთიერთობის გამოხატულებაა. ცერემონია იმართება ყოველდღიურად 1959 წლიდან მოყოლებული, ორივე სახელმწიფოს სამხედროების მონაწილეობით.
იტალია – საფრანგეთი
ეს ფოტო გადაღებულია კოსმოსური სადგურიდან და მასზე ჩანს იტალიური ქალაქი ტურინი და ფრანგული ქალაქი ლიონი. მათ შორის ბუნებრივ გამყოფად გვევლინება ალპები. ალპები ასევე არის ბუნებრივი სასაზღვრო გამყოფი შვიდი ქვეყნის: საფრანგეთი, მონაკო, იტალია, შვეიცარია, ლიხტენშეინი, გერმანია, ავსტრია და სლოვენია.
ჰაიტი – დომინიკის რესპუბლიკა
დომინიკის რესპუბლიკას (მარჯვნივ) აქვს ფულადი რესურსი უდაბნოს და ბუნებრივი ლანდშაფტის გამწვანების, ხოლო ჰაიტის არა. ამიტომაც ჰაიტი (მარცხნივ) გამოიყურება დაუსახლებელ უდაბნოდ.
შოტლანდია – ინგლისი
მიუხედავად იმისა, რომ დიდი ბრიტანეთი უკვე დიდი ხანია ერთ სახელმწიფოს წარმოადგენს, ინგლისელებმა და შოტლანდიელებმა იციან, სად იწყება და მთავრდება თავიანთი ქვეყნების საზღვარი. საზღვარი ანგლო–შოტლანდიური კონფლიქტის დროიდან გამოიყო, 1575 წლიდან, აქედან მოყოლებული საზღვრის გამყოფად აღმართულია დროშები და მეგალითის ქვები.
მექსიკა – აშშ
სახალხო მონუმენტებია აღმართული მექსიკა–ამერიკის საზღვარზე. შესრულებულია ტრადიციულ სტილში და ეძღვნება ორ ქვეყანას შორის საზღვარზე გადასვლის მცდელობისას დაღუპულ ადამიანებს.
სამხრეთ კორეა – ჩრდილოეთ კორეა
ორი ქვეყნის ეს მონაკვეთი ცნობილია როგორც დემილიტარიზებული ზონა. ის მიჯნავს ერთმანეთისგან ორ კორეას და ორი განსხვავებული ღირებულების მქონე ქვეყანას. 200 კილონეტრიანი მიწის ზოლი იქნა გამოყოფილი ორ ქვეყანას შორის ომის დროს და გახდა ადგილი ასობით ტყვეების გაცვლისა, ორივე ქვეყნის მხრიდან.
ჰოლანდია – ბელგია
ნიდერლანდები და ბელგია სახელმწიფოდ ფორმირდა შუა საუკუნეებში, თუმცა როგორც ორ კარგ მეზობელს შეჰფერის, ქვეყნების შორის კონფლიქტი იშვიათად იყო. დღესდღეისობით ორ ქვეყანას შორის სადემარკაციო ხაზი ადგილას არსებობს მხოლოდ სიმბოლური გზა.
საქართველო – რუსეთი
საზღვარი რუსეთსა და საქართველოს შორის გამოყოფილია გრძელი , რომელიც უღელტეხილის ქვეშ გადის. ის ითვლება ორი ქვეყნის ერთადერთ დამაკვშირებელ გზად. გვირაბის გამტარუნარიანობა ვიწროა. ამიტომაც მასში გავლის მსურველებს გრძელ რიგში დგომა უხდებათ.
ავტორი: ბაჩო ჯინჭარაძე