გორში სამშენებლო კონსტრუქციიდან მუშა ჩამოვარდა
გორში, ერთ-ერთ სამშენებლო ობიექტზე, კონსტრუქციიდან მუშა ჩამოვარდა – ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, დაშავებული 37 წლის კაცია, რომელიც სასწრაფომ კლინიკა „გორმედში” გადაიყვანა.
ამ ეტაპზე უცნობია, როგორია მისი მდგომარეობა.