დაიღუპა კაცი, რომელსაც ბათუმში, ზღვაში სკუტერმა გადაუარა
დაიღუპა კაცი, რომელსაც 16 აგვისტოს, ბათუმში, ზღვაში სკუტერი დაეჯახა. ინფორმაციას „ბათუმელები” ავრცელებს.
როგორც თვითმხილველმა გამოცემას განუცხადა, კაცი ზღვიდან უგონო მდგომარეობაში ამოიყვანეს და მას დაზიანება თავის არეში ჰქონდა მიღებული.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275 მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.