საზოგადოება

თბილისის ქუჩები საახალწლოდ განათდა

თბილისის ქუჩები საახალწლოდ განათდა. წელს საახალწლო ილუმინაციებით ქალაქის 30-მდე ქუჩა მოირთო.

„თბილისის მთავარ ნაძვის ხეს 17 დეკემბერს საზეიმოდ გავანათებთ, მოვუწოდებ მოსახლეობას მობრძანდნენ პარლამენტის შენობასთან, რათა  ვიზეიმოთ შობა-ახალი წლის მოახლოვება და ქალაქში საახალწლო განწყობა ერთად შევქმნათ. რაც შეეხება საახალწლო ქალაქს, ის  დედაენის სკვერში 25 დეკემბერს გაიხსნება, ამავე დღეს საახალწლოდ განათდება „ახალი ტფილისიც“,-განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.