საზოგადოება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გია შარვაშიძე გახდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი 21 ხმით გიორგი შარვაშიძე გახდა.

აკადემიურმა საბჭომ მას მხარი ხმათა უმრავლესობით დაუჭირა. მისმა კონკურენტმა გია ბარამიძემ 6 ხმა მიიღო, ხოლო ცირა ბარამიძემ 5.

გიორგი შარვაშიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს 4 წლის ვადით უხელმძღვანელებს.