07/05/2024
Latest:
ეკონომიკა

თბილისში იმპორტირებულ ავტომობილებზე ასაკობრივი ლიმიტი დაწესდება

ინტერვიუ თბილისის მერიის ეკოლოგიისადა გამწვანების საქალაქო სამსახურისუფორს ბიძინა გიორგობიანთან:

 თბილისის გარემოსდაცვით სტრატეგიაშიჰაერის მდგომარეობის გაუმჯობესებისკუთხით, რამდენიმე კომპონენტიაგამოყოფილი. პირველ რიგში, საწვავთანდაკავშირებით. კონკრეტულად რაღონისძიებების გატარება იგულისხმება საწვავის ხარისხისა და გამონაბოლქვისმოთხოვნების თანდათანობით გამკაცრებაში?

– აქ საწვავის სტანდარტიზაცია და გარემოს დაცვის სამინისტროსთან თანაშრომლობით,ავტოგასამართ სადგურებზე, ნავთობპროდუქტების ხარისხზე ზედამხედველობისგამკაცრება იგულისხმება.

ვერ დავადასტურებ ინფორმაციას, რომ საქართველოში შემოდის გადაუმუშავებელი საწვავი, ძალიან ხშირად ასეთი ინფორმაციის ავტორები სინამდვილეს აჭარბებენ, თუმცა, ჩვენისტრატეგიის ამ პუნქტში რომელიც, ჰაერის გაჯანსაღებას ეხება, ერთ-ერთი მთავარი პუნქტისაწვავის სტანდარტიზაციაა ევროკავშირის სტანდარტებთან მიახლოების მიმართულებით.

ამ გზაზე პირველი ნაბიჯები გადადგმულია, ძალაშია შესული პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანება, რომელიც 2015 წლის იანვარში გამოქვეყნდა და ამ დროიდან გარკვეული სტანდარტებია დადგენილი. მანამდეც იყო ეს დადგენილი მაგრამ ყოველიბრძანების შემდეგ, ეს სტანდარტები ევროკავშირის სტანდარტებს სულ უფრო უახლოვდება.

ანუ მასში ტყვიის, გოგირდისა და სხვადასხვა მინარევების შემცველობა ყოველ ახალრეგულაციაზე იკლებს და ევროკავშირის სტანდარტებისკენ მიდის, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომეს პროცესი დავაჩქაროთ და გარემოს დაცვის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობითიმ სტანდარტებს მივაღწიოთ, რაც ევროკავშირის ბაზარზე არსებობს.

რაც შეეხება ტექნიკური დათვალიერების ხელახალ შემოღებასამ კუთხით რასგულისხმობს ეს სტრატეგია?

– ჰაერის მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით, ტექდათვალიერებას ძალიან დიდიმნიშვნელობა ექნება, იმიტომ რომ საწვავის ხარისხი დიდ ეფექტს არ მოგვცემს, თუ არ მოხდაავტომობილის ძრავში საწვავის სრული წვა და გამონაბოლქვი იქნა ისეთივე შემადგენლობის,რა შემადგენლობისაც აქვს დღეს თბილისში ავტომობილების თითქმის ნახევარს.

ეს არის უკვე მოძველებული ავტოპარკის დიდი ნაწილი, რომელიც ჩვენთან ევროპისქვეყნებიდან შემოდის და რომელსაც შემდეგ კატალიზატორებს და სხვადასხვა გამწმენდნაწილებს აცილიან მხოლოდ იმიტომ, რომ უფრო ამტანი და ადაპტირებული იყოს აქაურსაწვავზე. ეს არ შეესაბამება სიმართლეს, მაგრამ მაინც აკეთებენ – ეს იწვევს საწვავის დაბალწვას, არ მიმდინარეობს სრული წვა და გამონაბოლქვი ძალიან მომწამლავია.

ჩვენ ეს ყველაფერი კომპლექსურად უნდა გავაკეთოთ, უნდა გავამკაცროთ როგორც გასამართსადგურებში საწვავის ხარისხის კონტროლი, ასევე ეტაპობრივად, როგორც მთავრობისდადგენილებაში იყო ნათქვამი, ტექდათვალიერება ისე შემოვიღოთ, რომ მოსახლეობისთვისმტკივნეული არ იყოს. ტექნიკური დათვალიერების შემოღება სასიცოცხლოდმნიშვნელოვანია ისეთი დიდი ქალაქებისთბის როგორიცაა თბილისი, ქუთაისი, ბათუმი,ფოთი და ა.შ. – ყველა იმ ქალაქში, სადაც ავტომობილების დიდი რაოდენობაა.

 – იყო ნახსენები იმპორტირებულ ავტომობილებზე ასაკობრივი ლიმიტის დაწესება. უფროკონკრეტულად ამასთან დაკავშირებით რას გეგმავთ?

– ასეთი გადაწყვეტილება ბევრ ქვეყანას, მაგალითად ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანს აქვსმიღებული. ძალიან ბევრგანაა ეს, ვინაიდან მთავარი არის რომ იმ ტექნოლოგიებითაღჭურვილ მანქანებში, რომლებიც ბაზარზე შემოვიდნენ უკვე 2000 წლის ზემოთ, ხდებასაწვავის უფრო სრული წვა, ვიდრე ძველი მანქანებში. ჩვენ შეიძლება გარკვეული შეღავათიდავუშვათ რაღაც სოციალური ფენისთვის ან იმ ადამიანებისთვის, ვინც ქალაქგარეთცხოვრობს, მაგრამ ქალაქში ასეთი ავტომობილებით მოძრაობა ჰაერის დაბინძურების მხრივსერიოზულ პრობლემას ქმნის.

–         როგორც ცნობილია, ეს სტრატეგია მხოლოდ თბილისს ეხება, ანუ ასაკობრივი ლიმიტი მარტო თბილისში დასწესდება? ცალკე ავტონომია ხომ  ვერ იქნება თბილისი?

–         ცალკე ავტონომიას ამისთვის ნამდვილად ვერ გამოვაცხადებთ. ეს ამოქმედდება მას შემდეგ, რაც ტექნიკური დათვალიერების პარამეტრები შემუშავდება თბილისში რეგისტრირებული ავტომობილების შესახებ. ეს კი მუნიციპალიტეტის უფლებაა და დისკრეციაა.

–         ანუ ეს შეზღუდვა ავტოდილერების ბიზნესსაც შეეხება?

–         არა ეს რატომ შეეხება ამას? როცა ავტო ტექდათვალიერების პარამეტრები შეიქმნება, ამის შემდეგ თბილისის მერიის მიერ  დედაქალაქში იმპორტირებული ავტომობილებზე ზღვრული ასაკი განისაზღვრება. იმ მანქანებზე, რომლებიც შემოქავთ უცხოეთიდან და არის ფაქტობრივად უკვე იქაური ავტოპარკიდან მოძველებული და ამოღებული ავტომობილები. იქნება მხოლოდ ქვედა ზღვარი და როდესაც დამუშავდება ტექდათვალილერების ზუსტი პარამეტრები და დამუშავდება ტექნოლოგიები – რამდენი უწევს გადასახადი და რა პარამეტრებს უნდა აკმაყოფილებდეს მანქანა, რომ მან მიიღოს ტექდათვალიერების დამადასტურებელი მოწმობა, ამის მიხედვით დაწესდება მერე თბილისში ის შეზღუდვა, რაც წესდება.

–          იმის გათვალისწინებით, რომ გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად ახორციელებთ ამ სტრატეგიას, შესაძლებელია რომ ეს შეზღუდვები მომავალში მთელ საქართველოზე გავრცელდეს? თბილისს საკუთარი გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს როგორც თქვენ გვითხარით…

–         თბილისში ჩვენ შემოღებული გვაქვს უკვე ქუჩებზე ხეების სხვლა-ფორმირების წესები, რომელიც სავალდებულო არ არის სხვა მუნიცილპალიტეტებისთვის. მათ ეს შეუძლიათ გაიზიარონ ან არ გაიზიარონ. ეს უკვე მუნიციპალიტეტების საკრებულოს დისკრეციაა და არა თბილისის. თუ თბილსის საკრებულოს გადაწყვეტილებას მისაღებად ჩათლის ბათუმის საკრებულო მოიწონებს და სხვა რაღაცას დაუმატებს რაც მის უფლებამოსილებაში შევა და არცდება მის უფლებამოსილებებს და ძალაში შევა ეს მათ ტერიტორიაზე შეუძლიათ ეგრევე მიიღონ დაშეუძლიათ რაღაც ცვლილებებიც შეიტანონ.

–         სტრატეგიაში აღნიშნული კიდევ ერთი ამოცანა ელექტრო ტრანსპორტისინფრასტრუქტურის განვითარება და ტრანსპორტის ალტერნატიული სახეობების წინაპლანზე წამოწევაანიშნავს თუ არა ეს იმას, რომ 2020 წელს თბილისში ტრამვაიიმოძრავებს?

–         ტრამვაის, საბაგიროს, ტროლეიბუსისა და ელექტრო ტრანსპორტის სიკეთე ევროპისქვეყნებში უკვე საყოველთაოდ აღიარებულია. ეკოლოგიის მხრივაც ძალიან კარგია. თუმცა,ეს ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. ჩვენი სტრატეგია 5 წლის მანძილზე, 2025-დან2020 წლამდეა გაწერილი და ჩვენ ამ მიმართულებით უნდა ვიაროთ. ეს არ ნიშნავს რომ ხვალდა ზეგ ტრამვაი ივლის თბილისის ყველა ქუჩაზე.

 

–          თუმცა ნიშნავს რომ 2020 წელს ივლის?

–         რაიმე დედლაინის დასახელებას მოვერიდები. სურვილი ამით გამოიხატება, დაიწყებამუშაობა, დაპროექტება და მოძიება, თუ როგორ შეიძლება გაკეთდეს ეს ყველაფერი.

 

–         ამ ყველაფრის გამნხორციელებას როგორ აპირებთ? რა მოხდება მას შემდეგ, რაცსტრატეგიას საკრებულო დაამტკიცებს?

–          მას შემდეგ რაც სტრატეგიას საკრებულო დაამტკიცებს, სამოქმედო გეგმას შევადგენთ.ის იქნება ბაზირებული ზუსტად ამ სტრატეგიის დოკუმენტზე. ისიც გაწერილი იქნება ხუთწელზე და სამოქმედო გეგმა ყოველწლიურ ბიუჯეტში აისახება.