17/05/2024
Latest:
ეკონომიკა

დიმიტრი ქუმსიშვილი – 2012 წელთან შედარებით, ქვეყანაში უმუშევართა რაოდენობა შემცირებულია

ვიცე-პრემიერის, ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, ქვეყანაში საშუალო ხელფასი გაიზარდა

როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა გადაცემა 2030-ში სტუმრობისას განაცხადა, 2012 წელთან შედარებით, ქვეყანაში უმუშევარათა რაოდენობა შემცირებულია.

„2012 წელს საქართველოში უმუშევრობა იყო 15%,  დღეს არის 12,5 %.  აქვე მინდა აღვნიშნო, რომ კერძო სექტორში გვაქვს  მნიშვნელოვანი ზრდა. კერძოდ, 57 ათასი სამუშაო ადგილით მეტია შექმნილი 2012 წელთან შედარებით. ეს არის კონკრეტული სტატისტიკა“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ეკონომიკის მინისტრმა სტატისტიკურ მონაცემებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საშუალო ხელფასი 758-ლარიდან 1112 ლარამდეა გაზრდილი.

„რაც შეეხება ინფლაციას, ეს არის ფასების ზოგადი ზრდა. ჩვენ თუ რაღაც ფულს ვიღებდით ორი-სამი წლის წინ,  შეგვეძლო რაღაცის ყიდვა, დღეს რომ ფულს ვიღებთ, რამდენის ყიდვა შეგვიძლია? სტატისტიკა ამბობს, რომ დღეს საშუალო ხელფასით უფრო მეტი რამის ყიდვა შეგვიძლია, ვიდრე შეგვეძლო 2012 წელს“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.