01/03/2024
Latest:
საზოგადოება

თბილისში მალე 12 მეტრიანი ავტობუსები გამოჩნდება

“თბილისში სატრანსპორტო სისტემის განვითარების მიმართულებით პრობლემა ნამდვილად არის, თუმცა გადადგმულია სერიოზული ნაბიჯები,”- განაცხადა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ტექნიკურმა დირექტორმა ლევან მეხრიშვილმა.

მისი განმარტებით, თბილისის ქუჩებში მალე ახალი 143 ავტობუსი გამოჩნდება, რომელთა საბოლოო რაოდენობაც მარტში შემოვა.

“იქნება 12 მეტრიანი ავტობუსები, ასევე დაგეგმილია ტენდერის გამოცხადება საშუალო ტევადობის ავტობუსებზეც, რომლებიც თბილისის ისეთ ქუჩებში იმოძრავებენ, სადაც მათთვის მანევრირება უფრო კომფორტული იქნება.

ასევე მაისში ან ივლისის თვეში თბილისს ახალი მეტროდადგური “უნივერსიტეტი” დაემატება, რომელზეც სამუშაოები თითქმის დასრულებულია,” -აღნიშნა ლევან მეხრიშვილმა.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ტექნიკურმა დირექტორმა ასევე დასძინა, რომ სატრანსპორტო სისტემის განვითარება მოქალაქეებს საშუალებას მისცემს კერძო ავტომობილებიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადასხდნენ, რაც ქალაქში საცობების პრობლემას გარკვეულწილად აღმოფხვრის.

წყარო: allnews