ეკონომიკა

თებერვალში ეკონომიკა 2,6%-ით გაიზარდა

“საქსტატის” წინასწარი მონაცემებით, 2016 წლის თებერვალში ეკონომიკური ზრდის ტემპი გაიზარდა და 2,6%-ს მიაღწია.

2016 წლის 2 თვეში ზრდის მაჩვენებელი 1,7%-ით განისაზღვრა.

სტატისტიკური მონაცემებით, 2014 წელს მშპ-ის ზრდის ტემპმა 4,6%-ს მიაღწია, 2015 წელს – 2,8%.

მთავრობა წელს 3%–იან ზრდას ელის.