17/05/2024
Latest:
საზოგადოება

თემურ ჭყონია: ,,მეჭიაური ეროვნული ბანკის პრეზიდენტად დავნიშნოთ და ყველა პრობლემა გადაწყდება”

ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, გიორგი ქადაგიძეს, პარლამენტი წლის ანგარიშის მოსმენაზე უარს ეუბნება. ამ საკითხთან დაკავშირებით, ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ, ,,ბიზნესპრესნიუსთან” ისაუბრა.  მას მიაჩნია,  რომ პარლამენტმა ქადაგიძეს უნდა მოუსმინოს და მათ შორის კინკლაობაც აუცილებლად უნდა დასრულდეს. ასევე, ჭყონიამ გამოთქვა ინიციატივა, ეროვნული ბანკის მომავალ პრეზიდენტად თამაზ მეჭიაურის დაინიშვნასთან დაკავშირებით.

,,რა მნიშვნელობა აქვს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი წარადგენს ანგარიშს, მოადგილე თუ სხვა ვინმე, როგორ შეიძლება ამაზე  საუბარი და მუდმივი გაურკვევლობა. პირადად მე მაინტერესებს ეროვნული ბანკის ანგარიში და ის, თუ რა მდგომარეობაში ვართ ჩვენ დღეს. პარლამენტი კი მას არ აძლევს ამის საშუალებას.

მაშინ მოდით, ასე მოვიქცეთ,  მეჭიაური ეროვნული ბანკის პრეზიდენტად ან მრჩევლად მაინც დავნიშნოთ და ყველა პრობლემა გადაწყდება. იქნებ, ისიც გვითხრას, ლარის კურსის განვითარება როგორი იქნება. თვითონ მოვიდნენ და მოგვიარონ… ყველა განცხადება არჩევნებზეა ორიენტირებული, რაც უნდა დამთავრდეს და მეტი პროფესიონალური შეფასება გაკეთდეს”, – აცხადებს თემურ ჭყონია.