მსოფლიო

“თურქეთი ტურიზმის მსოფლიო ლიდერი გახდება”

თურქეთი ტურიზმის სფეროში მსოფლიო ლიდერი გახდება. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიიპ ერდოღანმა განაცხადა. როგორც თურქული გაზეთი Star–ი წერს.

პრეზიდენტის განცხადებით, სამართლიანობისა და განვითარების პარტიის 13–წლიანი მმართველობის პერიოდში თურქეთმა დიდ წარმატებას მიაღწია ტურიზმში.

ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთი ყველაფერს გააკეთებს ქვეყანაში შემავალი ტურისტების რაოდენობის გასაზრდელად.

თურქეთის სტატისტიკის ინსტიტუტის მონაცემებით, გასულ წელს ქვეყანა 29,6 მილიონმა ტურისტმა მოინახულა, მათგან სტამბულში 12,4 მილიონი ჩავ იდა.

2015 წლის მესამე კვარტალში ტურიზმიდან თურქეთის მიერ მიღებულმა შემოსავლებმა 12,2 მილიარდი დოლარი შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში თურქეთში რამდენიმე ტერორისტული აქტი მოხდა, რამაც  ტურისტულ ინდუსტრიას პრობლემები შეუქმნა.