30/04/2024
Latest:
სხვა

უკრაინისთვის დახმარებას სესხის სახით ვფიქრობთ და არა საჩუქრის – დონალდ ტრამპი

უკრაინისთვის დახმარების სესხის სახით გადაცემას განვიხილავთ, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა  დონალდ ტრამპმა განაცხადა.

„ჩვენ ახლა ამას განვიხილავთ, ისინი ამის შესახებ საუბრობენ და ჩვენ ამის გაკეთებას სესხის სახით ვფიქრობთ და არა საჩუქრის სახით“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

„ჩვენ მილიარდობით დოლარის საჩუქრების გაცემას ვაგრძელებთ და ამას გადავხედავთ, მაგრამ ჩემთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ევროპა ბევრად აქტიური გახდეს და ფული გასცეს. ისინი უნდა გათანაბრდნენ, თუ ეს არ მოხდება, ძალიან ვწუხვარ, რადგან ეს მათ უფრო მეტად ეხებათ, ვიდრე ჩვენ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

კომენტარის დატოვება