საზოგადოება

ვაჟა-ვშაველას ბოლოდან წყნეთში საბაგირო გზის გაყვანა იგეგმება

თბილისის რამდენიმე უბანში საბაგირო ხაზის განვითარება იგეგმება. როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიის საბაგირო სამსახურის უფროსმა ზურაბ ზურაბიშვილმა გადაცემაში „ბიზნესკონტრაქტი“ განაცხადა, საბაგირო ხაზი შესაძლოა ვაჟა-ფშაველადან წყნეთამდე და რკინიგზის სადგურიდან თბილისის ზღვის მიმართულებით მოეწყოს.

“რამდენიმე სავარაუდო პროექტი შემუშავებულია. სავარაუდოდ, ვაჟა-ვშაველას ბოლოდან, ახალი მეტროსადგურიდან, ვვარაუდობთ წყნეთში საბაგირო გზის გაყვანას.

ასევე, რკინიგზის სადგურიდან თბილისის ზღვის მიმართულებით, სადაც მომავალში ზოოპარკი გადავა. ეს არის მონახაზი, თუ სად შეიძლება რომ სავარაუდოდ პროექტირებაზე გამოცხადდეს შესაბამისი ტენდერი”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
წყარო: „ბიზნესკონტრაქტი“