საზოგადოება

ვანესა მეის კონცერტთან დაკავშირებით „საქართველოს რკინიგზამ“ დამატებითი რეისები დანიშნა

„Black Sea Arena“-ზე  ვანესა მეის კონცერტთან დაკავშირებით „საქართველოს რკინიგზა“  თბილისიდან დამატებითი რეისები დანიშნა.

„6 აგვისტოს „Black Sea Arena“-ზე  ვანესა-მეის კონცერტზე დასწრების მსურველთათვის თბილისიდან დამატებითი (#856/855) მატარებელი დაინიშნა.  4 ვაგონიანი სამგზავრო შემადგენლობა ორივე მიმართულებით  გადაიყვანს მგზავრებს.  მატარებელი თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან გავა 10:25, ურეკში ჩავა 14:51.  ურეკიდან გამოვა 7 აგვისტოს 02:00 და ქ. თბილისში ჩამოვა 06:20. აღნიშნულ მატარებლებს გაჩერებები ქობულეთსა და ბათუმშიც ექნებათ”, აღნიშნულია სს „საქართველოს რკინიგზის“ განცხადებაში.