Goldman Sachs: ნავთობის ფასი შესაძლოა 20 დოლარამდე დაეცეს
საინვესტიციო ბანკ Goldman Sachs–ს პროგნოზით, 2016 წლისთვის ბარელი ნავთობის ფასი შესაძლოა 20 დოლარამდე დაეცეს.
Goldman Sachs-ის ექსპერტების შეფასებით, ნავთობზე ფასების კლება გამოწვეული იქნება მსოფლიოში ჭარბი ნავთობის რაოდენობით. სწორედ ამიტომ, ბანკმა 2016 წლისთვის მოსალოდნელი პროგნოზი შეამცირა Brent-ის და WTI-ის ტიპის ნავთობზე. გარდა ამისა, ნავთობზე ფასების კლება, შესაძლოა გამოიწვიოს იმ მოლოდინმა, რომ OPEC-ის წევრი ქვეყნების მხრიდან მოხდება ჭარბი რაოდენობის ნავთობის მოპოვება, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით კი მოსალოდნელია ნავთობის მოხმარების კლება.
,,ნავთობის ბაზარი გადატვირთულია იმაზე მეტად, ვიდრე ჩვენ ველოდით. ახლა კი ჩვენ ველით, რომ ეს ჭარბი რაოდენობა შენარჩუნდება 2016 წლისთვისაც“
– წერს კვლევის დასკვნაში ბანკის ანალიტიკოსი დამიან კურვალინი.
ექსპერტების პროგნოზით, 2016 წლისთვის WTI-ის ტიპის ნავთობზე ფასი შემცირდება 45 დოლარამდე (არადა მაისში ისინი ვარაუდობდნენ, რომ ფასი იქნებოდა 57 დოლარი). ბანკის ექსპერტებმა ასევე შეამცირეს ფასი Brent-ის ტიპის ნავთობზე და მოსალოდნელი პროგნოზით ბარელზე ფასი იქნება 49,5 დოლარი (თუმცა მანამდე ისინი ვარაუდობდნენ, რომ ფასი უნდა ყოფილიყო 62 დოლარი).
ამ კვირაში რუსეთის მთავრობამ შეადგინა ქვეყნის ბიუჯეტი სადაც გათვლილია, რომ 2016 წლისთვის ბარელზე ფასი იქნება 50 დოლარი. არადა რუსეთის ბიუჯექტზე საგრძნობლად მოქმედებს Urals-ის ტიპის საწვავის ფასი და ფასი, რომელიც ორიენტირებულია Brent-ის ტიპის ნავთობს მინუს რამდენიმე დოლარი.
OPEC-ის წევრი ქვეყნების წილი, მთელ მსოფლიში არსებული ნავთობის 40%-ს შეადგენს და ეს ქვეყნები დღეში დაახლოებით 30 მილიონ ბარელ ნავთობს აწარმოებენ.