ლაშა ტალახაძე ოქროს მედლისთვის 170 000 ლარით დაჯილდოვდება
ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალოსნები კი – 102 000 და 68 000 ლარს მიიღებენ
ამავე დადგენილების მიხედვით, ქართველმა სპორტსმენებმა 2016 წელს ნაჩვენები შედეგების (მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები, საერთაშორისო ტურნირები) მიხედვით სოლიდური პრემიალური თანხები (ჯამში 3. 800. 000 ლარი) ოლიმპიადაზე გამგზავრებამდე მიიღეს.
ამ დროისთვის, რიოს მიმდინარე ოლიმპიადაზე ქართველმა სპორტსმენებმა ასეთი შედეგი აჩვენეს: ოქრო – ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა), ვერცხლი – ვარლამ ლიპარტელიანი (ძიუდო), ბრინჯაო – ლაშა შავდათუაშვილი (ძიუდო), შმაგი ბოლქვაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) და ირაკლი თურმანიძე (ძალოსნობა).
გარდა ამისა, კომპანია ”სვეტისგან” ლაშა ტალახაძეს, ირაკლი თურმანიძესა და შმაგი ბოლქვაძეს საჩუქრად ბათუმში ბინა გადაეცათ. ტალახაძეს აღნიშნული საჩუქარი ოქროს მოპოვების შემდეგ გადაეცა, თურმანიძეს და ბოლქვაძეს კი ოლიმპიადამდე, როგორც აჭარელ ლიცენზიანტებს.