19/05/2024
Latest:
მსოფლიო

წლის საუკეთესო ცენტრალურ ბანკირად რუსეთის ბანკის ხელმძღვანელი დასახელდა

ოპოზიციის მიერ გადაწყვეტილებების დაგვიანების გამოგაკრიტიკებული რუსეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელიელვირა ნაბიულინა, ჟურნალი Euromoney-ის მიერ, ცენტრალურიბანკის საუკეთესო ხელმძღვანელად დასახელდა, ეკონომიკურკრიზისთან ბრძოლის „გონიერი“ ფულად-საკრედიტო პოლიტიკისგამო.

2008-2009 წლების გლობალური კრიზისის შემდეგ, Euromoney-მ,ალქსეი კუდრინი, 2010 წლის საუკეთესო ფინანსთა მინისტრადდაასახელა.

“…ჩვენი ეკონომიკა ახლა სერიოზული გამოწვევების წინაშეასაფინანსო სისტემისთვის, რაც ჩვენგან რთულ გადაწყვეტილებებსმოითხოვს მონეტარულ პოლიტიკაში და საბანკო სექტორისრეგულირებაში. გაურკვევლობა მაღალია საერთაშორისო ბაზრებზეცდა ეს ჩვენგან ახალი გამოწვევებისთვის მზადყოფნას მოითხოვს დაწოდება – The Central Bank Governor of the Year – ამ პირობებში ახალპასუხისმგებლობას მოითხოვს“

– განაცხადა ნაბიულინამ საკუთარიპრესსამსახურის საშუალებით.

რუსეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი და მისი გუნდი,შარშან იძულებული გახდნენ „დრამატული“ ნაბიჯები გადაედგათ,რათა ვალუტის სტაბილიზაცია მოეხდინათ, საპროცენტოგანაკვეთების და ლიკვიდობის ზრდის გზით, ნათქვამია Euromoney-ის განცხადებაში.

ამ ზომებმა, რუბლის თავისუფალი ცურვის რეჟიმის და ინფლაციისთარგეთირების პოლიტიკასთან ერთად, საფინანსო სისტემისსტაბილიზაცია და უცხოელი ინვესტორების ნდობის ზრდაგამოიწვია, – მიაჩნია Euromoney-ის.

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა თავისუფლად მცურავი კურსისპოლიტიკაზე გადასვლა 2014 წლის ნოემბერში დააჩქარა, რათასავალუტო რეზერვების ხარჯვა აღეკვეთა. შარშან დეკემბერში კიბანკმა განაკვეთი ერთბაშად 650 საბაზისო პუნქტით, 17%-მდეგაზარდა, საფინანსო სისტემის კოლაფსის აღსაკვეთად და ასევეგაზარდა სავალუტო ლიკვიდობის მიწოდების საშუალებები.

ეკონომისტები ცენტრალურ ბანკს აკრიტიკებდნენ და ამბობდნენ,რომ მისი ზომები მიმართულია საგანგებო სიტუაციებთანბრძოლისკენ და არა ეკონომიკაზე მათი გავლენისმინიმიზაციისთვის პირობების შექმნისკენ.

Euromoney -ის ჯილდოს ელვირა ნაბიულინა ოქტომბერში, პერუშიმიიღებს. Euromoney-მ კი განაცხადა, რომ მასთან ინტერვიუსოქტომბრის ნომერში დაბეჭდავს.

[wpolling id=”5″ width=”” height=””]